იანვარი -
აპნისი
- 1. - ახალი წელი
- დაიბადა რევაზ მიშველაძე, ქართველი მწერალი, კრიტიკოსი (1940 წ.);
- ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მწერლისა და ძმისა მისისა საბასი, ხახულელთა
(XI ს.);
- დაიბადა მწერალი ნინო ნაკაშიძე, ანთაძე (ახ.სტ.13 იანვ.)
(1872-1963 წწ.);
- 2. -
დაიბადა მწერალი ვალერიან გაფრინდაშვილი(1889-1941);
- დაიბადა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამფუძნებელი
დიმიტრი უზნაძე
- 3. -
დაიბადა ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953) კაცი ქართველი,
საქართველოს ეროვნული საუნჯის გადამრჩენი;
- წმინდა მამისა ჩვენისა მაკარი მმარხველისა, ხახულის მონასტრის წინამძღვრისა
(XI ს.);
- დაიბადა ქირურგი, აკადემიკოსი ეგნატე ფიფია (1901-1979);
- 4. -
დაიბადა ზურაბ წერეთელი, მონუმენტალისტი (1934);
- 5. -
დაიბადა საქართველოს საოპერო მუსიკის ფუძემდებელი კომპოზიტორი, საქართველოს
სახალხო არტისტი და საზოგადო მოღვაწე, მელიტონ ბალანჩივაძე (1863-1937);
- დაიბადა ნიკო მარი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი, არქეოლოგი,
კულტურის ისტორიკოსი (1864-1932);
- 7. - ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
(ძვ. სტილით 25 დეკემბერი)
8. - დაიბადა პოეტი, აკადემიკოსი
გიორგი ლეონიძე (1900-1966);
- 9. -
დაიბადა პოეტი სიმონ ჩიქოვანი (1903-1966);
- 10. -
დაიბადა დირიჟორი, მომღერალი და კომპოზიტორი ჯანსულ კახიძე (1936);
- დაიბადა მწერალი არჩილ ჯორჯაძე;
- 11. -
1966 წელს გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი;
- 12. -
დაიბადა კრიტიკოსი შალვა რადიანი (1905-1977);
- 13. -
გამოვიდა გაზეთ "ივერიის" პირველი ნომერი;
- 14. - ძველი ახალი წელი (ხალხური);
- წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
- 1850 წელს გიორგი ერისთავის თაოსნობით დაარსდა ქართული თეატრი;
- დაიბადა პოეტი ლადო ასათიანი (1917-1943);
- 15. -
დაიბადა ლიტერატურათმცოდნე ჯუმბერ ჭუმბურიძე (1921)
- 16. -
დაიბადა პოეტი მამია გურიელი (1836-1891);
- 17. -
ღირსთა მამათა ჩვენთა, შიომღვიმელ მოწამეთა - ევაგრესი, ილია დიაკონისა და
სხვათა;
- 1755 წელს დაარსდა თბილისის სემინარია, საღვთისმეტყველო ფილოსოფიური
სასწავლებელი;
- დაიბადა მაია ჩიბურდანიძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში;
- 18. -
დაიბადა ნინო რამიშვილი, ქართველი მოცეკვავე (1910-2000);
- 19. - ნათლისღება უფლისა ღთვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო
ქრისტესი - განცხადება.
- დიდი აიაზმა;
- დაიბადა მწერალი ილო მოსაშვილი (1896-1954);
- 20. -
დაიბადა მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი (1848-1893);
- 21. - წმ. მოწამისა აბო თბილელისა
(ისმაიტელყოფილისა) - თბილისში ვნებულისა (786);
- დაიბადა ვალერიან გუნია, ქართული თეატრის დამსახურებული მოღვაწე, მსახიობი,
რეჟისორი (1862-1938);
- 24. -
დაიბადა ლიტერატურათმცოდნე ნოდარ კაკაბაძე (1924);
- 25. -
დაიბადა ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი და დამაქცეველი
(1928);
- 26. -
დაიბადა ლევან სანიკიძე, მწერალი და ისტორიკოსი (1925);
- დაიბადა რეჟისორი ელდარ შენგელაია (1933);
- 27.
- სოფელ ბოდბეში გარდაიცვალა წმ.
ნინო, მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (338);
- 28. -
წმ. სალომე უჯარმელი (IV ს.);
- დაიბადა კიტა აბაშიძე, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (1870-1917);
- 29. -
1861 წელს აღესრულა გრიგოლ ხანძთელი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის
სულისჩამდგმელი, დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე;
- 31. -
დაიბადა კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე (1924-1994).
იხილეთ გაგრძელება - თებერვლის თვე
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია ბესიკ სისაურის
მიერ.
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას. E-Mail
HOME - სახლი
? Copyright, 2000
? ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri