ოქტომბერი -
ღვინობისთვე
- 1. - წმ.
მოწ. ბიძინასი და ორთა ძმათა ქსნის ერისთავთა - ელიზბარისა და შალვასი (1661
წ.);
- დაიბადა ივანე ფალიაშვილი, დირიჟორი, პიანისტი, ორღანისტი, საქართველოს
სახალხო არტისტი (1868-1934);
- 3. -
დაიბადა ზურაბ კიკნაძე, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ქართული ბიბლიის
რედაქტორი, თსუ-ს პროფესორი (1933);
- 6. -
დაიბადა მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე (1900-1987);
- დაიბადა ზაქარია ფალიაშვილი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო
მოღვაწე (1871-1933);
- 7. -
დაიბადა მსახიობი კახი კავსაძე (1935);
- 8. - წმ.
შორის მამისა ჩვენისა არსენი დიდისა, კათოლიკოსისა, საფარელისა (887);
- 1864 წელს პეტერბურგში გამოვიდა პირველი ქართული ლიტერატურული ალმანახი
"ჩონგური"
- 9. - დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა
საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989);
- დაიბადა ნიკო (ნიკოლოზ) ნიკოლაძე, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
(1843-1928);
- 10. -
დაიბადა კირილე ლორთქიფანიძე, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი,
კრიტიკოსი (1813-1901);
- 12. -
ღირ. მამისა ჩვენისა ონოფრე გარეჯელისა, საკვირველთმოქმედისა (XVIII ს.).
- 13. -
დაიბადა პოეტი რომანტიკოსი გრიგოლ ორბელიანი (1812-1883);
- დაიბადა მიხეილ ზანდუკელი, პედაგოგი და ლიტერატურათმცოდნე (1899-1968);
- 14. - დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვთივბრწყინვალისა
და მირონთმდინარისა; სვეტიცხოვლობა - მცხეთობა
- მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი;
- წმ. სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა ურიაყოფილისა (IV ს.);
- 15. -
წმიდათა დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესი, მხეიძეთა (
740);
- დაიბადა ფილოლოგი და ისტორიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981);
- დაიბადა "ვეფხისტყაოსნის" დამსურათებელი, უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი
მიხაი ზიჩი (1827-1906);
- დაიბადა მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე
(1903-1941);
- 16. -
დაიბადა მწერალი და დრამატურგი აკაკი გეწაძე;
- 17. -
წმ. მამისა ჩვენისა ევდემოზ კათოლიკოსისა,წამებულისა (1642);
- დაიბადა მწერალი გიორგი (ჩხეიძე) ქუჩიშვილი (1886-1947);
- დაიბადა მოქანდაკე და მხატვარი ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970);
- დაიბადა საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი პეტრე უმიკაშვილი (1838-1904);
- 18. -
ღირ. მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა, კლარჯეთის სავანეთა აღმშენებლისა,
არქიმანდრიტისა (861);
- დაიბადა მწერალი სერგო კლდიაშვილი (1893-1986);
- დაიბადა პოეტი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ დადიანი (1814-1902);
- 19. -
დაიბადა რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე (1927);
- 1958 წელს რუსთაველის პროსპექტზე, თბილისის პირველი საშუალი სკოლის წინ
გაიხსნა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი;
- 20. -
ღირ. მამისა ჩვენისა იოსებ ხუცესისა, მოხევისა, საკვირველთმოქმედისა (1763);
- დაიბადა მწერალი ალექსანდრე ქუთათელი, ქუთათელაძე (1898-1982);
- დაიბადა პოეტი ნაზი კილასონია (1927-1994);
- 21. -
დაიბადა მწერალი რევაზ მარგიანი (1916-1984);
- დაიბადა ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი წერეთელი (1904-1973);
- დაიბადა მსახიობი ეროსი მანჯგალაძე (1925-1982);
- 22. -
დაიბადა პოეტი ვლადიმერ უბილავა (1914-1942);
- 23. -
დაიბადა ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე (1929);
- 24. -
დაიბადა ვახტანგ კოტეტიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი,
მოქანდაკე, ხეოვნებათმცოდნე (1893-1937);
- დაიბადა პუბლიცისტი, ჟურნალისტი სერგი მესხი (1845-1883);
- 25. -
დაიბადა ბალეტმაისტერი, პედაგოგი ზვიად კიკალეიშვილი (1924);
- 26. -
ღირ. მამისა ჩვენისა ანტონისა - ჭყონდიდელ მიტროპოლიტისა (1815 წ.) და მოწაფისა
მისისა იაკობ ხუცეს-მონაზონისა;
- დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (ფოთში);
- დაიაბდა მწერალი დიმიტრი ("დუტუ მეგრელი")
ხოშტარია (1867-1938);
- 27. -
დაიბადა მწერალი ილია ჭავჭავაძე, წმ. ილია მართალი
(ახ.სტ.8 ნოემბ.) (1837-1907);
- დაიაბდა იაკობ გოგებაშვილი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი
საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი (1840-1912);
- 28. -
დაიბადა მწერალი გრიგოლ რობაქიძე (1884-1962);
- დაიბადა ქართველი მწერალი ეროვნებით ებრაელი გერცელ ბააზოვი (1904-1938);
- დაიბადა საეკლესიო და სახალხო მოღვაწე, საქართველოს კათალიკოსი,
მწერალ-მეცნიერი ანტონ I (1720-1788);
- 29. -
დაიბადა ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი დავით სარაჯიშვილი (1848-1911)
- დაიბადა გიორგი თოთიბაძე, ფერმწერი, მხატვარი (1928);
- 31. -
დაიბადა აკადემიკოსი, აბასთუმანის ობსერვატორიის დამაარსებელი ევგენი ხარაძე
(1907).
იხილეთ გაგრძელება - ნოემბრის თვე
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია
ბესიკ სისაურის
მიერ ?
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას.
E-Mail
HOME - სახლი
©
Copyright, 2000
ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri