მაისი -
ვარდობისთვე
- 1. - ღირსი მამისა ბასილი
რატიშვილისა (XIII ს.);
- დაიბადა მსახიობი დოდო აბაშიძე (1924-1990 წ.);
- 3. - დაიბადა ნონა
გაფრინდაშვილი,საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში
(1940);
- 5. - დაიბადა მწერალი სევერიან
ისიანი (1913-1943);
- დაიბადა ნიკო ჭავჭავაძე, ფილოსოფოსი (1923-1997);
- 6. - წმ. დიდებულისა, დიდისა
მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა (303 წ.) -
გიორგობა
- დაიბადა მწერალი იოანე ბატონიშვილი, ბაგრატიონი
(გიორგი XII-ის ძე) "კალმასობის" ავტორი (1768-1830 წ.);
- დაიბადა ილია ვეკუა, აკადემიკოსი, მათემატიკოსი (1907-1977);
- 11. - დაიბადა მწერალი ალიო
მირცხულავა (ფსევდ. მაშაშვილი) (1903-1976);
- 13. - დაიბადა ვანო
სარაჯიშვილი, მომღერალი (1879-1924);
- 14. - წმ. კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213) -
თამარობა;
- 15. - დაიბადა მწერალი
კონსტანტინე გამსახურდია (1891-1975);
- 16. - წმ. მამაი კათოლიკოზი
(744წ.);
- ღირსთა მამათა მიქაელ და არსენ ქართველთა - ულუმპოელთა (IX ს.);
- დაიბადა პოეტი ბაჩანა (ნიკოლოზ) რაზიკაშვილი (1866-1928);
- დაიბადა იოანე ბატონიშვილი, მწერალი, მეცნიერ განმანათლებელი, სახელმწიფო
მოღვაწე (1768-1830);
- დაიბადა ვახტანგ ტაბლიაშვილი, რეჟისორი (1914);
- 17. - დაიბადა ფრიდონ
ხალვაში, ქართველი პოეტი (1925);
- დაიბადა მედეა ჩახავა, მსახიობი;
- 18. - დაიბადა მწერალი
კონსტანტინე ჭიჭინაძე (1891-1960);
- 19. - დაიბადა მწერალი
იროდიონ (ხოსიტაშვილი)
ევდოშვილი (1873-1916);
- 20. - ღირ. მამისა ჩვენისა
იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა:
აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტმყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ
იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდეილისა,
ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმპოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა
და შიო მღვიმელისა (VIს.);
- მოწამე აკაკი ასისთავი (303);
- დაიბადა მწერალი ალიო ადამია (1914-1981);
- 21. - დაიბადა მწერალი და
დრამატურგი შალვა დადიანი (1874-1959);
- დაიბადა პოეტი იორამ ქემერტელიძე (1936);
- დაიბადა მსახიობი სოფილო ჭიაურელი (1937);
- დაიბადა მწერალი დემნა შენელაია (1896-1986);
- 22. - მიცვალება ღირსისა
მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა, ათცამეტთაგანისა (VI ს.);
- 23. - დაიბადა მწერალი რევაზ
ჯაფარიძე (1923);
- 24. - დაიბადა ალექსანდრე
ორბელიანი, პოეტი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი (1802-1869);
- 25. - დაიბადა თამაზ
ჩადუნელი, მწერალი, პოეტი;
- 26. - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
(1918-1921 წლებში და 1990 წლიდან);
- ღირ. მამისა ჩვენისა ექვთიმე ათონელისა,
მთარგმნელისა (1028);
- დაიბადა მწერალი გიორგი წერეთელი (1842-1900);
- 28. - დაიბადა მსახიობი ლია
ელიავა (1934);
- დაიბადა ქართველი მოჭადრაკე, თანამედროვე რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი,
იაკობ ნიკოლაძე (1876-1951);
- 29. - დაიბადა სოლომონ
დოდაშვილი, ფილოსოფოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1805-1836);
- 30. - დაიბადა აკადემიკოსი
ვახტანგ ბერიძე (1914);
- 31. - წმინდა ორთა ძმათა
დავით და ტარიჭანისა (693).
- დაიბადა გიორგი მთაწმინდელი, ძველი ქართული კულტურის მოღვაწე (1009-1065);
იხილეთ გაგრძელება - ივნისის თვე
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია ბესიკ სისაურის
მიერ
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას. E-Mail
HOME - სახლი
©
Copyright, 2000
ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri