ივნისი -
თიბათვე
- 1. - წმ. ნინოს
შემოსვლა საქართველოში (323 წ.);
- დაიბადა ანდრია ბალანჩივაძე, კომპოზიტორი
(1906-1992);
- 3. - დაიბადა მწერალი ვასილ
(ბარნაველი) ბარნოვი (1856-1934);
- გამოვიდა პირველი ნომერი ჟურნალ "ნიანგი"-სა (1923);
- 5. - დემეტრე მეფისა (დამიანე), დავით აღმაშენებლის ძისა,
გარეჯელისა მთქმელისა ლექსისა "შენ
ხარ ვენახი" (1157);
- 9. - ღირ. მამისა ბასილისა,
რომელი იყო ძის ძე მეფე ბაგრატ III-ისა;
10. - დაიბადა მერაბ
ბერძენიშვილი;
- 11. - დაიბადა პოეტი მორის
ფოცხიშვილი (1930-1993);
- 14. - ღირსთა მამათა: შიო
ახლისა, დავითისა, გაბრიელისა და პავლეს - გარეჯელთა, ლეკთაგან ამოწყვეტილთა
(1696-1700);
- 15. - დაიბადა მსახიობი ბორის
წიფურია;
- 16. - დაიბადა მწერალი
ეკატერინე (თარხნიშვილი)
გაბაშვილი (1851-1938);
- დაიბადა მწერალი ოტია იოსელიანი (1930);
- 18. - დაიბადა მსახიობი სერგო
ზაქარიაძე (1909-1970);
- 19. - დაიბადა პოეტი გრიგოლ
ორბელიანი (1800-1883);
- დაიბადა პოეტი ნიკო სამადაშვილი;
- 20. - დაიბადა მომღერალი
ჰამლეტ გონაშვილი
(1928-1985);
- 21. - დაიბადა
აკაკი წერეთელი, დიდი ქართველი პოეტი, მწერალი და საზოგადო
მოღვაწე (1840-1915);
- 22. - ღირ. მამისა იოანე
შავთელ-გაენათელისა (XIII ს.);
- 23. - დაიბადა პოეტი მიხეილ
ქვლივიძე;
- 24. - დაიბადა მწერალი
მარიჯანი, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძისა (1890-1978);
- დაიბადა ისტორიკოსი აკაკი სურგულაძე (1913-1991);
- 25. - ღირ. მამისა იოანე
(თორნიკე) მთაწმინდელისა;
- 27. - დაიბადა მწერალი გიორგი
(ქოჩაქიძე)
ჭალადიდელი (1847-1898);
- დაიბადა დირიჟორი ევგენი მიქელაძე (1903-1937);
- 29. - წმ. შორის მამისა
ჩვენისა ქაიხოსრო ქართველისა (1558);
- დაიბადა პოეტი პაოლო იაშვილი (1894-1937);
- 30. - წმ. მოწამისა შალვა
მთავრისა, ახალციხელისა (1227);
- დაიბადა პოეტი სიმონ გუგუნავა (1839-1909).
იხილეთ გაგრძელება - ივლისის თვე
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია
ბესიკ სისაურის
მიერ
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას.
E-Mail
HOME - სახლი
©
Copyright, 2000
ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri