ივლისი -
მკათათვე
- 1. - დაიბადა მწერალი იოსებ
დავითაშვილი (1850-1887 წწ.);
- 2. - დაიბადა კრიტიკოსი
ბესარიონ ჟღენტი (1903-1976);
- 4. - წმინდანთა დიდებულთა
მოწამეთა, საქართველოს მეფეთა არჩილ (784 წ.) და ლუარსაბისა (1622);
- დაიბადა მწერალი გურამ რჩეულიშვილი (1934-1960);
- დაიბადა უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი საქართველოში, მიტროფანე
ლაღიძე (1869-1960);
- 6. - დაიბადა ზურაბ ჭუმბურიძე,
ფილოლოგი, კრიტიკოსი (1926);
- 7. - დაიბადა მწერალი ჭოლა
(ბიკენტი) ლომთათიძე (1879-1915);
- 8. - დაიბადა ქართველოლოგი
არტურ ლაისტი (1858-1927);
- 10. - ღირ. მამისა ჩვენისა
გიორგი მთაწმინდელისა (1065);
- დაიბადა კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე (1921-1981);
- 11. - დაიბადა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი რექტორი, ქიმიკოსი
პეტრე მელიქიშვილი (1850-1927);
- დაიბადა პოეტი ტარიელ ჭანტურია (1932);
- 12. - პეტრე-პავლობა
- დაიბადა პოეტი სანდრო შანშიაშვილი (1888-1979);
- 13. - "სვეტიცხოვლობა" - სახალხო ნათლობა მცხეთაში მდინარე
არაგვისა და მტკვრის შესართავთან;
- 14. - დაიბადა მწერალი ნოდარ
დუმბაძე (1928-1984);
- 15. - დაიბადა იეთიმ გურჯი
(დაბღიშვილი) (1875-1940);
- 16. - ღირ. მამისა ჩვენისა
გიორგი ღმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, - წმ. გიორგი მთაწმინდელის მოძღვრისა;
- 1828 წელს სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთის "თბილისის
უწყებანის" პირველი ნომერი (გამოდიოდა 1832 წლამდე);
- 19. - ბაღდადში დაიბადა პოეტი
ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930);
- 20. - დაიბადა მწერალი სოფრომ
მგალობლიშვილი (1851-1925);
- დაიბადა პოეტი შალვა აფხაიძე (1894-1968);
- 21. - დაიბადა ესტრადის
ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე (1936);
- დაიბადა ბალეტმეისტერი თენგიზ სუხიშვილი (1938);
- 24. - მწერალი სანდრო
შანშიაშვილი (1888-1979 წ.);
- 25. - ღირსთა მამათა ჩვენთა,
ათონელთა: იოანესი - ექვთიმეს მამისა და გაბრიელისა (X ს.);
- 26. - დაიბადა მწერალი
ვაჟა-ფშაველა
(ლუკა რაზიკაშვილი) (1861-1915);
- 27. - დაიბადა მწერალი თედო
რაზიკაშვილი (1869-1922);
- დაიბადა კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი (1924-1989);
- 29. - დაიბადა პოეტი ვახტანგ
ჯავახაძე (1932);
- 30. - დაიბადა მწერალი ნოე
ჩხიკვაძე (1883-1920);
- დაიბადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი,
მათემატიკოსი ანდრია რაზმაძე (1889-1929);
- 31. - ღირ. მამისა ჩვენისა
კოზმან ხუცეს-მონაზონისა, მწიგნობართხუცესისა, მრავალმთას სპარსთაგან მოკლულისა
(1630 წ.);
- 1992 წელს საქართველო გაეროს სრულუფლებიანი 179-ე წევრი გახდა.
იხილეთ გაგრძელება - აგვისტოს თვე
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია
ბესიკ სისაურის
მიერ
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას.
E-Mail
HOME - სახლი
©
Copyright, 2000
ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri