აგვისტო -
მარიამობისთვე
- 1. - დაიბადა მწერალი გრიგოლ
აბაშიძე (1914-1995 წწ.);
- დაიბადა მსახიობი ლეილა აბაშიძე (1929);
- 2. - წმ. სალომე ქართველისა,
სპარსთაგან წამებულისა XVIII ს.;
- ხსენება წმინდა ილია მართლისა, ჭავჭავაძისა
(1837-1907);
- ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია
II
-ისა;
- დაიბადა რევაზ თაბუკაშვილი, მწერალი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
(1917-1990);
- დაიბადა მევიოლინე ლიანა ისაკაძე (1946);
- 4. - დაიბადა პეტრე ფალიაშვილი, კომპოზიტორი, რეჟისორი (1871-1933);
- 5. - წმ. ილარიონა თვალისა
(XI ს.);
- 6. - დაიბადა მსახიობი აკაკი
ვასაძე (1899-1978);
- 7. - დაიბადა თინათინ
წერეთელი, იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
- 8. - დაიბადა კინორეჟისორი
ნიკოლოზ შენგელაია (1901-1943);
- 9. - დაიბადა ენათმეცნიერი
ივანე გიგინეიშვილი (1909-1982);
- 10. - დაიბადა მწერალი რაჟდენ
გვეტაძე (1897-1952);
- დაიბადა ნიკოლოზ ვეკუა, მათემატიკოსი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი;
- დაიბადა კომპოზიტორი გია ყანჩელი (1935);
- 11. - მოწამე ევსტათი მცხეთელისა (589);
- დაიბადა გიორგი ნიკოლაძე, ინჟინერ-მეტალურგი, ალპინისტი (1888-1931);
- 12. - დაიბადა გურამ
ასათიანი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (1928-1982);
- დაიბადა გივი ჭიჭინაძე;
- 13. - ღირ. მამისა არსენ
ნინოწმიდელ ეპისკოპოსისა (1082);
- დაიბადა მომღერალი ალექსანდრე ხომერეკი (1948);
- 15. - დაიბადა მწერალი
ალექსანდრე აბაშელი (ისაკ ჩოჩია)
- 16. - პირველმოწამისა
რაჟდენისა, სოფელ წრომს წამებულისა (457);
- ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, დედითა და დით და მათთანა 9000 ქართველთა ბრძოლის
ველზე მარაბდას მომწყდართა (1625);
- დაიბადა ზაქარია ფალიაშვილი, კომპოზიტორი, პედაგოგი და სახელმწიფო მოღვაწე
(1871-1933);
- 17. - დაიბადა ფერმწერი უჩა
ჯაფარიძე (1906-1988);
- დაიბადა პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი,
ლოტბარი ფილიმონ ქორიძე;
- 18. - დაიბადა მსახიობი ნოდარ
ჩხეიძე (1917-1981);
- 19. - ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო
ქრისტესი (ხსნილი თევზით);
- დაიბადა მწერალი მიხეილ მრევლიშვილი (1904-1980);
- 20. - დაიბადა ფერმწერი,
გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი დავით კაკაბაძე (1889-1952);
- 21. - ღირ. მამისა ჩვენისა
ექვთიმესი - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1804);
- 23. - დაიბადა კომპოზიტორი
სულხან ცინცაძე;
- დაიბადა მომღერალი ალექსანდრე ინაიშვილი (1887-1958);
- 24. - დაიბადა კომპოზიტორი
გიორგი ცაბაძე (1924-1986);
- დაიბადა ბოტანიკოსი ალექსანდრე მაყაშვიილი (1896-1962);
- 25. - ღირ. მამათა ჩვენთა:
გერონტისა, სერაპიონისა, გერმანესი, ბესარიონისა, მიქაელისა და სვიმეონისა -
გარეჯის მონასტერში ლეკთაგან მოწყვეტილთა (1851);
- დაიბადა ენათმეცნიერი იოსებ ყიფშიძე (1882-1919);
- დაიბადა მსახიობი ზინაიდა კვერენჩხილაძე (1932);
- 26. - 1948 წელს დაარსდა
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური
ინსტიტუტი;
- 27. - დაიბადა მწერალი
ალექსანდრე (ისაკ ჩოჩია) აბაშელი (1884-1954);
- დაიბადა ფილოსოფოსი მოსე გოგიბერიძე (1897-1949);
- 28. - მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და
მარადის ქალწულისა მარიამისა - მარიამობა;
- სიონობა;
- თაყვანისცემა ღვთისმშობლის ხატთა: აწყურისა, გაენათისა, წილკნისა, მეტეხისა,
ქვაბთახევისა, მოზდოკისა და ვლაქერნისა;
- 29. - წმ. ქრისტეფორე
გურულისა;
- ანჩისხატობა - მამა ანტონობა მარტყოფში
(იხილეთ აგრეთვე იანვარი 19);
- დაიბადა არტისტი ემანუელ აფხაიძე (1899-1970);
- 30. - დაიბადა არქეოლოგი,
ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე ჯავახიშვილი (1917);
- დაიბადა მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი (1922);
- 31. - ღირ. მამისა
ქრისტედულესი, ოსად წოდებულისა, ფილოსოფოსისა (XII ს.);
- დაიბადა ისტორიკოსი და თეოლოგი გიორგი
ფერაძე (1899-1945).
იხილეთ გაგრძელება - სექტემბრის თვე
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია
ბესიკ სისაურის
მიერ
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას.
E-Mail
HOME - სახლი
©
Copyright, 2000
ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri