სექტემბერი -
ენკენისთვე
- 1. - დაიბადა ნიკოლოზ
აგიაშვილი, მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი;
- 2. - დიდგორობა - ქვაბთახევის
მონასტრის ზემოთ მთაზე (ქართლში)
- 3. - წმინდათა შორის მამისა
ჩვენისა სარმეან ქართლის კათოლიკოსისა (779 წ.);
- დაიბადა ანდრია აფაქიძე, არქეოლოგი, ისტორიკოსი (1914);
- 4. - დღესასწაული ღვთისმშობლის
ხატისა, ივერიისად წოდებულისა, რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის
მონასტერში (1650);
- დაიბადა გერონტი ქიქოძე, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, მთარგმნელი
(1885-1960);
- 6. - ღირ. მამისა ჩვენისა სერაპიონ საკვირველთმოქმედისა,
ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1747);
- დაიბადა საბავშო მწერალი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი (1849-1932);
- 8. - დაიბადა პოეტი ოთარ
ჭელიძე (1925);
- 9. - დაიბადა მწერალი გაბრიელ
ჯაბუშანური (1917-1968);
- 10. -წმ.
დიდებულისა მოწამისა შუშანიკისა, დასაფლავებულია მეტეხის ტაძარში (475);
- დაიბადა მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი (1941);
- დაიბადა მომღერალი მედეა ამირანაშვილი (1930);
- 11. - დაიბადა მწერალი დავით
კლდიაშვილი (1862-1931);
- 12. - დაიბადა კომპოზიტორი
კოტე ფოცხვერაშვილი (1880-1959);
- დაიბადა გურამ თიკანაძე, მთარგმნელი და ფოტოხელოვანი (1932-1963);
- 13. - დაიბადა ილია
წინამძღვრიშვილი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი (1834-1920);
- 14. - დაწყება ინდიქტიონისა -
ეკლესიურის ახლისა წელიწადისა;
- დაიბადა მიხეილ მამულაშვილი, მებაღე დეკორატორი მცხეთაში, საქ. ხელოვნების
დამსახურებული მოღვაწე (1873-1973);
- 15. - დაიბადა ქორეოგრაფი
ირაკლი ბაგრატიონი (1909-1979);
- დაიბადა პოეტი ახმედ კვირიტაძე (1929);
- 16. - 1883 წელს სოფელ
წინამძღვრიანთკარში (მცხეთის რ-ნი) გაიხსნა პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა
საქართველოში (ამჟამად იქ კოლეჯია);
- 17. - ღირ. მამისა ჩვენისა
სვიმეონ გარეჯის წინამძღვრისა, წინამხედველისა და საკვირველთმოქმედისა;
- დაიბადა მსახიობი სესილია თაყაიშვილი (1906-1984);
- 19. - დაიბადა მწერალი მიხეილ
მრევლიშვილი;
- 21. - შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და
მარადის ქალწულისა მარიამისა - ღვთისმშობლობა
- დიდუბობა. გელათობა;
- 22. - დაიბადა კონდრატე
("უიარაღო")
თათარაშვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1872-1929);
- 23. - დაიბადა პოეტი მიხეილ
ქვლივიძე;
- 24. - დაიბადა ნიკოლოზ
ანთავა, ქირურგი, აკადემიკოსი, გულმკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში
(1893-1970);
- 25. - მღვდელმოწამე დოსითეოზ
თბილელისა (1759);
- 26. - წმ.
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624);
- დაიბადა ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე დავით ჩუბინაშვილი
(1841-1891);
- 27. - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა -
ჯვართამაღლება
- 28. - ღირ. მამისა ჩვენისა
აბბა იოსებ ალავერდელისა, ათცანეტთა სირიელ მამათგანისა (570);
- 29. - წმ. მოწამეთა ქართველთა
ისააკ და იოსებისა, კარნუ-ქალაქში წამებულთა (808);
- დაიბადა მწერალი ნიკო (ნიკოლოზ)
ლორთქიფანიძე (1880-1944).
იხილეთ გაგრძელება - ოქტომბრის თვე
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია
ბესიკ სისაურის
მიერ
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას.
E-Mail
HOME - სახლი
©
Copyright, 2000
ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri