1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14

15
16
17
18
19
20
21
22
23
1. ვინაითგან უკუე მრავალთა ხელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათვის გულ-სავსე
ქმნილთა ჩუენ შორის,
2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თვით-მხილველ და მსახურ ყოფილ
იყვნეს სიტყვისა მის,
3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოველთა ჭეშმარიტებითა,
შემდგომითი-შემდგომად მიწიერ შენდა, მხნეო, ღმრთის მოყუარეო თეოფილე,
4. რაითა სცნა, რომელთათვის-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაი.
5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისაისახელი
ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედისა მსახურებისა მის აბიაისა, და ცოლი მისი ასულთაგან
აჰრონისთა, და სახელი მისი ელისაბედ.
6. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა
სიმართლისა უფლისათა უბიწონი;
7. და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბეოწ, და ორნივე გარდასულ იყვნეს
დღეთა მათთა.
8. და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა.
9. მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაიდა შევიდა
ტაძარსა უფლისასა.
10. და ყოველი სიმრავლე ერისაიილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.
11. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაი, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის
საკუმეველთაისა.
12. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაიიგი, და შიში დაეცა მას ზედა.
13. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმეს ვედრებანი
შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე.
14. და იყოს შენდა სიხარული და მხიარულებაი, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.
15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოიდა თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა
აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
16. და მრავალნი ძეთა ისრაელისათანი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა.
17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა
მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად
უფლისა ერი მომზადებული.
18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და
ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?
19. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა
ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.
20. და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღემდე ყოფად ამისა,
ამისთვვის რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თვისსა.
21. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკვირდა დაყოვნებაიიგი მისი ტაძარსა მას
შინა.
22. და გამო-რაი-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაირაიმე იხილა
ტაძარსა მას შინა. და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.
23. და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თვისა.
24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თვისსა
ხუთ თთუე და იტყოდა,
25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად
ყუედრებაიჩემი კაცთა შორის.
26. და თთუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად
გალილეაისა, რომლისაისახელი ნაზარეთ,
27. ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისაისახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა
დავითისა, და სახელი ქალწულისაიმის მარიამ.
28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ
თანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
29. ხოლო მან რა იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა:
ვითარ-მე არს მოკითხვაიესე?
30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე
ღმრთისა.
31. და აჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესო.
32. ესე იყოს დიდ და ძე მაღდის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი
დავითასი, მამისა თვისისაი.
33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაიარა იყოს
დასასრულ.
34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა
ვიცი?
35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაიმოვიდეს შენ ზედა, და ძალი
მაღლსაიგფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე ამღლის.
36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა, და
ესე მეექუსე თთუე არს მისი, რომელსა-იგი ერჰუა ბერწ.
37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი.
38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მხევალი უფლისაი; მეყავინ მე სიტყვისაებრ შენისა! და
წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად
იუდაისა.
40. და შევიდა სახდსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ.
41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაიმარიამისი, ჰკრთებოდა ყმრმაიიგი
მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.
42. და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ
არს ნაყოთი მუცლისა შენისაი!
43. და ვინაიჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაიუფლისა ჩემისაიჩემდა?
44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაიმოკითხვისა შენისაიყურთა მომართ ჩემთა,
ჰკრთებოდა ყმაიესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.
45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაითქმულთა მათ მისა
მიმართ უფლისა მიერ.
46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,
47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესრა
ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.
49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,
50. და წყალობაიმისი ნათესავითი –ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
51. ყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითაგულთა მათთაითა;
52. დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი;
53. მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
54. შეეწია ისრაელსა, მონასა თვისსა, მოხსენებად წყალობისა,
55. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამს და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თთუე და წარვიდა სახიდ თვისა.
57. ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე.
58. და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაითვისი მის
თანა, და მის თანა იხარებდეს.
59. და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაითამცა უწოდეს
მას სახელი სახელად მამისა მისისა ზაქარიაისა.
60. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არ, არამედ ეწოდოს მაგას იოანე.
61. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქვიან სახელი
ეგე.
62. და წამ-უყოფდეს მამასა მისსა, რაიძი უნდეს სახელის-დებად მისა.
63. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოანე არს სახელი მისი, და დაუკვირდა
ესე ყოველთა.
64. და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაი, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.
65. და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკვიდრთა მისთა, და ყოველთა მათ მთით
კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ეს სიტყუანი.
66. და დაიდვეს გულსა, რომელსა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაი-მე იყოს ყრმაიესე? და
ხელი უფლისაიიყო მის ზედა.
67. და მამაიმისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, ინაისწარმეტყუელებდა და თქუა:
68. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რამეთუ მოჰხედნა და ყო ხსნაიერისა
თვისისაი;
69. და აღადგინა ჩუენ რქაიცხოვრებისაიშორის სახლსა მას დავითის, მონისა თვისისა;
70. ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაითა საუკუნითგან წინაისწარმეტყუელთა მისთაითა,
71. ცხოვრებასა მტერთა ჩუენთაგან და ხელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაისა;
72. ყოფათ წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოხსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;
73. ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამს, მამასა ჩუენსა, მოცემათ ჩუენდა,
74. უშიშად ხსნად ხელთაგან მტერთა ჩუენთაისა,
75. მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა
ჩუენისათა.
76. და შენ, ყრმაო, წინაისწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე
პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,
77. მიცემად მეცნიერებაიცხოვრებისაიერსა თვისსა მოტევებითა ცოდვათა მათთაითა,
78. მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაითა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ
აღმოსავალმან მაღლით
79. გამოჩინებათ მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა,
და წარმართებად ფერხთა ჩუნთა გზასა მშვიდობისასა.
80. ხოლო ყრმაიიგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა; და იყო უდაბნოს ვიდრე
გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ.

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოხდა ბრძანებაიაგვისტოს კეისრისაგან აღწერად
ყოვლისა სოფლისა.
2. ესეს აღწერაიპირველი იყო მთავრობასა ასურეთს კვირინესსა.
3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თვისსა ქალაქსა.
4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაით, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა,
რომელსა ჰრქვიან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა,
5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისდა, და იყო იგი მიდგომილ.
6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.
7. და შვა ძე იგი მისი პირმშოიდა შეხვია იგი სახუეველითა და მიაწვინა იგი ბაგასა,
რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას.
8. და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ხუმილვიდეს ხუმილვასა
ღამისასა სამწყოსოსა მათსა.
9. და აჰა ანგელოზი უფლისაიდაადგრა მათ ზედა, და დიდებაიუფლისაიგამოუბრწყინდა მათ,
და შეეშინა მათ შიშითა დიდითა.
10. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ
თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:
11. რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა
დავითისსა.
12. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაიიგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა.
13. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაი, აქებდეს ღმერთსა
და იტყოდეს:
14. დიდებაიმაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის
სათნოებაი.
15. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას:
განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემდმდე და ვიხილოთ სიტყუაიესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ,
რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ.
16. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაიიგი, მწოლარე ბაგასა.
17. და ვითარცა იხილეს, გულისხმა-ყვეს სიტყუაიიგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა
მისთვის.
18. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკვირდა სიტყუაიიგი მწყემსთაიმათ მათა მიმართ.
19. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თვისსა.
20. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას
ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათა მიმართ.
21. და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, უწოდეს სახელი
მისი იესო, რომელ-იგი ეწოდება ანგელოზისა მისგან ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა
დედისა თვისისასა.
22. რა ჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა,
აღმოიყვანეს ყრმაიიგი იერუსალემდ წარდგინებად წინაშე უფლისა,
23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან
განაპოს საწოი, წმიდა უფლისა ეწოდოს;
24. და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ
ორნი მართუენი მტრედისანი.
25. და აჰა იყო კაცი იერუსალემს, რომლისაისახელი სვიმეონ. და კაცი ესე მართალი იყო
და მოშიში უფლისაიდა მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაელისასა, და სული წმიდაიიყო მის
ზედა.
26. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს
ცხებული უფლისაი.
27. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ
ყრმისა მის იესოისა ყოფად მათა მსგავსად ჩვეულებისა მისებრ სჯულისა მისისა მიმართ;
28. და მან მიიქუა იგი მკლავთა თვისთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:
29. აწ განუტევე მონაიშენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით;
30. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაიშენი,
31. რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,
32. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა.
33. და იყვნეს იოსებ და დედაიმისი დაკვირვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთვის.
34. და აკურთხნა იგინი სვიმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა ესე დგას
დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის საგებელად.
35. და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა
ზრახვანი.
36. და იყო ანნა წინაისწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისი; ესე
გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულითგან
თვისით.
37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა
ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე.
38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა,
რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალემს შინა.
39. და ვითარცა აღსრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად სჯულისა უფლისა, მოიქცეს და
წარვიდეს გალილეად, ქალაქად თვისა ნაზარეთად.
40. ხოლო ყრმაიიგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა,
და მადლი ღმრთისაიიყო მის ზედა.
41. და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი-წლად იერუსალემდ დღესასწაულსა მას
პასექისასა.
42. და იყო რაიიგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალემდ, ვითარცა ჩუეულ
იყვნეს დღესასწაულსა მას.
43. და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესო ყრმაიიერუსალემს,
და არა უწოდეს იოსებ და დედამან მისმან,
44. ჰგონებდეს მისსა, ვითარმედ მოგზეურთა თანა არს იგი. და მოვიდეს დღისა ერთისა
გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა
45. და არა პოვეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალემდვე და ეძიებდეს მას.
46. და იყო შემდგომად სამისა დღისა პოვეს იგი ტაძარსა მას შინა, მჯდომარე შორის
მოძღუართა,
47. განუკვირდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისხმის-ყოფაიიგი და
სიტყვის მიგებაიმისი.
48. და იხილეს იგი და განუკვირდა. ერქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაიესე მიყავ
ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაიშენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.
49. და მან ჰრქუა მათ: და რაისა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა
ჯერ-არს ჩემი ყოფაი?
50. და მათ ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაიიგი, რომელი ჰრქუა მათ.
51. და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო
დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თვისსა.
52. და იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და
კაცთა.

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტოელისა პალატესსა
ჰურიასტანს და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა,
მეოთხედ მთავრობასა იტვირეას და ტრაქონელთა სოფელსა და ლვისანისსა, მეოთხედ
მთავრობასა აბილინესსა,
2. მღდელთ მთავრობასა ანნაისსა და კაიაფაისსა იყო სიტყუაიუფლისაიიოანეს მიმართ,
ძისა ზაქარიაისა, უდაბნოს.
3. და მოვიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა
სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაისწარმეტყუელისათა და იტყვის:
ხმაიმღაღადებელისაიუდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი
მისნი.
5. ყოველნი ხევნები აღმოივსოს. და ყოველნი მათნი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს
გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.
6. და იხილოს ყოველმან ხორციელმან მაცხოვარებაიღმრთისაი.
7. და იტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო,
ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაიმერმისა მისგან რისხვისა?
8. ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაიდა ნუ ჰგონებთ და იტყვით გულთა თქუენთა:
მამაიგვივის ჩუენ აბრაჰამი, გეტყვი თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა
ამათგან ნაშობად აბრაჰამისა.
9. რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს
ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
10. და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაი-მე უკუე ვყოთ?
11. მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ რომელსა არა
აქუნდეს; და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ.
12. მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაი-მე
ვყოთ?
13. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროის განწესებულისა თქუენისა იქმთ.
14. ჰკითხვიდეს მას მხედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაი-მე ვყოთ?
და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი
თქუენი.
15. და ვითარცა მოელოდა ერი იგი და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოანესთვის,
ნუუკუე იგი არს ქრისტე,
16. მიუგო ყოველთა იოანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს
უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად; მან ნათელ-გცეს
თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
17. რომლისა ნიჩაბი ხელთა შინა მისთა. განწმიდოს კალოითვისი და შეკრიბოს იფქლი
საუნჯესა თვისსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
18. და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.
19. ხოლო ჰეროდე ოთრთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაისთვის,
ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთვის, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე.
20. შესძინა ესეცა მას ყოველსა ზედა და შეაყენა იოანე საპყრობილესა.
21. და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა, იესოცა ნათელ-იღო და ილოცვიდა, და
განეხუნეს ცანი.
22. და გარდამოხდა სული წმიდაიხორციელითა ხილვითა ვითარცა ტრედი მის ზედა, და
ხმაიიყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
23. და თავადსა იესოს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ
იოსებისა, იაკობისა, ელისა,
24. მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა,
25. მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ელისა, ნაგესა,
26. მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაისა,
27. იოანანისა, რესაისა, ზორაბაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28. მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა,
29. იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა,
30. სვიმეონისა, იუდაისა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა,
31. მელეაისა, მაინანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა,
32. იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალომონისა, ნაასონისა,
33. ამინადაბისა, არამისა, იორამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაისა,
34. იაკობისა, ისააკისა, აბრაჰამისა, თარაისა, ნაქორისა,
35. სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაისა,
36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა,
37. მათუსალაისა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა,
38. ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.

1. ხოლო იესო სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა
უდაბნოდ.
2. და ოარმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაიჭამა მათ დღეთა შინა; და
აღ-რაი-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.
3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, არქუ ქვათა ამათ, რაითა
იქმნენ პურ.
4. მიუგო იესო და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ
ყოვლითა სიტყვითა ღმრთისაითა.
5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩცენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი
გამოხატვითა ჟამთაითა.
6. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ხელმწიფებაიდა დიდებაიმათი,
რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი.
7. უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი.
8. მიუგო იესო და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა
ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
9. და მოიყვანა იგი იერუსალემდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და
ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,
10. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად
შენდა.
11. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი.
12. მიუგო იესო და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
13. და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე
ჟამადმდე.
14. და მოიქცა იესო ძალითა სულისა წმიდისაითა გალილეად; და ჰამბავი განხდა მისთვის
ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
15. და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.
16. და მოვიდა ნაზარეთად, სადაც აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი,
დღესა შებათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია
წინაისწარმეტყუელისაი.
17. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:
18. სული უფლისაიჩემ ზედა,რომლისათვის მცხო მე და მახარებელად გლახაკთა მომავლინა
მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა
აღხილვად, განვლინებად მომსრალთა განტევებითა.
19. და ქადაგებად წელიწადი უფლისაიშეწყნარებული.
20. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი
მას ჰხედვიდეს.
21. და იწყო სიტყუად მათდა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ
თქუენთა.
22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკვირდა სიტყუათა მათ ზედა მისთა მადლისათა,
რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?
23. და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი.
და რავდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.
24. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ არავინ წინაისწარმეტყუელი
შეწყნარებულ არს თვისსა მამულსა.
25. ხოლო ქეშმარიტად გეტყვი თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ
ელიაისთა ისრაელსა შორის, ოდეს-იგი დაეხშა ცაისამ წელ და ექუს თთუე, რაჟამს-იგი იყო
სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა.
26. და არავის მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონიაისა, დედაკაცისა
ქურივისა.
27. და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაელსა შორის ელისეს ზე, წინაისწარმეტყუელისა,
და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნეემან ასური.
28. და აღივსნეს ყოველნი გულის წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას
შინა, ესმოდა რაიესე.
29. და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე
წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაითა
გარდააგდონ იგი.
30. ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.
31. და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაისასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.
32. და უკვირდა მოძღურებაიიგი მისი, რამეთუ ხელმწიფებით იყო სიტყუაიიგი მისი.
33. და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაი, და ღაღად-ყო
ხმითა დიდითა:
34. ეჰა, რაიარს ჩუენი და შენი, იესო ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი
შენ, ვინ ხარ, წმიდაიეგე ღმრთისაი.
35. და შეჰრისხნა მას იესო და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი
შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არარაიავნო მას.
36. და იყო განკვირვებაიმათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს:
რაიარს სიტყუაიესე, რამეთუ ხელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და
განვლენ?
37. და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთვის ყოველთა მათ ადგილთა გარემოს მის
სოფლებისათა.
38. და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სვიმონისსა; ხოლო სიდედრი
სვიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთვის.
39. და დადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და
აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
40. და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რავდენთა აქუნდა უძლურები თვითო-სახეთაგან
სენთა, მოიყვანნეს მისა; ხოლო თავიდმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ხელი და
განკურნნა იგინი.
41. და განვიდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ
ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოვრებისაი. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს,
ვითარმედ იგი არს ქრისტე.
42. ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა აგილსა, და ერი იგი
ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაითამცა არა წარვიდა მათგან.
43. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად
სასუფეველი ღმრთისაი, რამეთუ ამისთვის მოვივლინე.
44. და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაისათა.

1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი
დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი
გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სვიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით
შე-რე-დგინებაიმცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სვიმონს: შეავლინე ღრმად, და სდევით ბადე
თქუენი ნადირობად.
5. მიუგო სვიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაიმოვიღეთ; ხოლო
სიტყვითა შენითა გარდაუტევოთ ბადე.
6. და ესე რაიყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი
მათნი.
7. და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაითა მოვიდენ და შეეწინენ
მათ; და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
8. და ვითარცა იხილა სვიმონპეტრე, შეუვრდა მუხლთა იესოისთა და ჰრქუა მას: განვედ
ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!
9. რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას
თევზისასა, რომელი შეაყენეს.
10. ეგრეთვე იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სვიმონისნი. და
იესო ჰრქუა სვიმონს: ნუ გეშინინ, სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.
11. და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
12. და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე
კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესო, დავარდა პირსა ზედა თვისსა, ევედრებოდა მას
და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.
13. და განყო ხელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ! და მეყსეულად განეშორა
კეთროვნებაიიგი მისგან.
14. და თავადმან ამცნო მას, რაითა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი
შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათვის, ვითარცა უბრძანა მოსე საწამებლად
მათდა.
15. და უფროისად მიმოედებოდა მისთვის სიტყუაიიგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად
და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.
16. ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
17. და იყო ერთსა შინა დღესა და თავადი იესო ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ
ფარისეველნი და სჯულის მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნელებისა
გალილეაისა და ჰურიასტანისა და იერუსალემისა, და ძალი ღმრთისაიიყო განკურნებად
მათა.
18. და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა
შეღებაიმისი და დადგმაიწინაშე მისა.
19. და ვერ პოვეს, ვინაიმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღხდეს ერდოსა ზედა და აღიღეს
კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესოისა.
20. და იხილა რაისარწმუნოებაიმათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!
21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე,
რომელი იტყვის გმობასა? ვის ხელ-ეწიფების მიტევებაიცოდვათაი, გარნა მხოლოსა
ღმერთსა?
22. გულისხმა-ყვნა იესო გულის ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე
ჰზრახავთ გულთა თქუენთა?
23. რაიუადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და
ვიდოდე?
24. არამედ რაითა უწყოდით, რამეთუ ხელეწიფებაიაქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა
მიტევებად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყვი: აღდეგ და აღიღე ცხედარი
შენი და წარვედ სახიდ შენდა!
25. და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და
წარვიდა სახიდ თვისა და ადიდებდა ღმერთსა.
26. და განკვირვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ
ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაიდღეს.
27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე
საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე.
28. და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.
29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესოს სახლსა შინა თვისსა. და იყო კრებული დიდი
მეზუერეთაიდა სხუათაი, რომელნი იყვნეს მათ თანა ინახით-მსხდომარენი.
30. და დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და
იტყოდეს: რაისათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?
31. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა
სენსა შინა არიან.
32. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაითა შეინანონ.
33. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაისათვის მოწაფენი იოანესნი იმარხვენ ზედაის-ზედა და
ვედრებასა ჰყოფენ და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
34. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ნუუკუე ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა ვიდრემდე სიძე მათ
თანა არს, რაითა ამარხვებდეს მათ?
35. ხოლო მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ
დღეთა შინა.
36. და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაიდაადგის
სამოსელსა ძუელსა, რაითა არა ახალიცა იგი განაპოს, და ძუელსა მას ვერ შეჰგავს
სადგმელი ახლისა სამოსელისაი.
37. და არავინ შთაასხის ღვინოიახალი თხიერთა ძუელთა, რაითა არა განხეთქნეს ღვინომან
ახალმან თხიერნი იგი, და ღვინოიდაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.
38. არამედ ღვინოიახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
39. და არავინ სუამნ ღვინოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქვის:
ძუელი უმჯობეს არს.

1. და იყო შაბათსა მეორესა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა, ხოლო
მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ხუვილისასა, მუსრვიდეს ხელითა და ჭამდეს.
2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რასა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა
ჯერ არს?
3. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არცა-ღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელი-იგი ყო დავით,
ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა?
4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა
მისთანათაცა, რომელთაიარა ჯერ-არს ჭამაი, გარნა მღდელთაიხოლო?
5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაიშაბათისაცა.
6. და იყო სხუასაცა შაბათსა და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა
მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ხელი მისი მარჯუენე განხმელ ედგა.
7. უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაითა
პოვონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.
8. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ხელი განხმელ
ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.
9. და იესო ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაი: რაიჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე
ანუ ბოროტისა ყოფაი? სულისა ცხოვრებაიანუ მოკლვაი?
10. და მიჰხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ხელი შენი! ხოლო მან
განირთხა, და მოეგო ხელი მისი, ვითარცა სხუაიიგი.
11. ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს
რაიიესოს.
12. და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა
ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
13. და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და გამოირჩინა ათორმეტნი
მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:
14. სვიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაიმისი, იაკობ და იოანე, ფილიპე და
ბართლომე.
15. მათეოს და თომა, იაკობ ალფესი და სვიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე.
16. და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი –იგი იქმნა განმცემელ.
17. და გადმოვიდოდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაიდა
სხვისა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალემით და ზღვის კიდისაი,
ტვიროსით და სიდონით.
18. რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და
ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
19. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან,
და განჰკურნებდეს ყოველთა.
20. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ
გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი.
21. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი
სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით.
22. ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და
გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაიძისათვის კაცისა.
23. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი
თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაისწარმეტყუელთა მამანი
მათნი.
24. ხოლო ვაითქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაითქუენი;
25. ვაითქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის. ვაითქუენდა, რომელნი იცინით აწ,
რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით;
26. ვაითქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს
ცრუ-წინაისწარმეტყუელთა მამანი მათნი.
27. არამედ თქუენ გეტყვი, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა
უყოფდით მოძულეთა თქუენთა
28. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდენ
თქუენ.
29. რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოიცა; და რომელი მიგიღებდეს შენ
სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.
1. 30.ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰხდი.
30. და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად
უყოფდით მათ.
31. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაიარს მადლი თქუენდა? რამეთუ
ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
32. და უკუეთუ კეთილის მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს
თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
33. და უკეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს
თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაითა მოიღონ სწორი.
34. ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და
ნურარას უსასო ჰყოფთ; და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის,
რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა.
35. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაითქუენი მოწყალე არს.
36. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ
და მოგიტევნენ.
37. მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედა
გარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად
მოგეწყოს თქუენ.
38. ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ხელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა
ორნივე ჯურღმულსა შთაცვიენ?
39. არა არს მოწაფე უფროის მოძღურისა თვისისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ
ვითარცა მოძღუარი თვისი.
40. რაისა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა თვისსა
არა განიცდი?
41. ანუ ვითარ ხელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი
თუალისაგან შენისა, და შენ დვირესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე
პირველად დვირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა
შენისა.
42. რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად
ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.
43. რამეთუ თითოეული ხე თვისისაგან ნაყოფისა საცნაურ არს; რამეთუ არა ეკალთაგან
შეკრებიან ლეღვი, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი.
44. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღოს კეთილი, და
ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღოს ბოროტი; რამეთუ
ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირნი მისი.
45. რაისა მეტყვით მე: უფალო, უფალო, და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?
46. ყოველი, რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყუათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო
თქუენ, ვისა იყოს მსგავს.
47. მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და
დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაირაიიყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და
ვერ შეუძლო შეძვრად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
48. ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა
სახლი მიწასა ზედა თვინიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად
დაეცა; და იყო დაცემაისახლისაიმის დიდ ფრიად.

1. და ვითარცა დაასრულნა იესო სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა
კაპერნაუმს.
2. და ასისთავისა ვისიმე მონაისნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა
პატივოსან.
3. და ესმა მას იესოისთვის. და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად
მისა, რაითა მოვიდეს და განკურნოს მონაიიგი მისი.
4. ხოლო რომელნი-იგი მივიდეს იესოისა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ:
ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთვის,
5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.
6. და იესო წარვიდა მათ თანა; ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას,
მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოჰშურები, რამეთუ არა ვარ
ღირს, რაითა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხვიდე.
7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყვით ხოლო
თქუ, და განიკურნოს მონაიესე ჩემი.
8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა
კაცნი და ვჰრქვი: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა
ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.
9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესოს, დაუკვირდა სარწმუნოებაიმისი, მიექცა ერსა მას და
ჰრქუა: ამინ გეტყვი თქუენ, არცაღა ისრაელსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაი.
10. და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაიიგი მისი
ცოცხალი.
11. და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქვიან ნაინ, და
თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.
12. და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე
მხოლოდ შობილი დედისა თვსისაი, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაიმის
თანა.
13. და იხილა დედაკაცი იგი იესო და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ.
14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და
ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყვი, აღდეგ.
15. და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თვისსა.
16. და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ:
წინაისწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოჰხედნა ღმერთმან ერსა
თვისსა.
17. და განეფინა სიტყუაიესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთვის და ყოველსა მას გარემო
სოფლებსა.
18. და უთხრეს იოანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათვის.
19. და მოუწოდა იოანე ორთა მოწაფეთა თვისთა და მიავლინნა იესოისა და ჰრქუა: შენ
ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
20. და მი-რაი-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოანე ნათლისმცემელმან მომავლინნა
ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან
უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაი.
22. და მიუგო და ჰრქუა მათ იესო: მივედით და უთხართ იოანეს, რაი-ესე იხილეთ და
გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის,
მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.
23. და ნეტარ იყოს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
24. და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოანესნი, იწყო სიტყუად იესო ერისა მის
მიმართ იოანესთვის: რაისა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან
შერყეულისა?
25. არამედ რაისა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩვილითა მოსილისა? აჰა
ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.
26. არამედ რაისა გამოხუედით ხილვად? წინაისწარმეტყუელისა? ჰე, გეტყვი თქუენ, და
უმეტეს წინაისწარმეტყუელისა.
27. რამეთუ ესე არს, რომლისათვის-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი
ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
28. რამეთუ გეტყვი თქუენ: უფროისი შობილთა შორის დედათაისა იოანე ნათლის-მცემელისა
წინაისწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროისა მისსა
არს.
29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა და განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს
ნათლისცემითა იოანესითა.
30. ხოლო ფარისეველთა და სჯულის მოძღუართა ზრახვაიღმრთისაიშეურაცხ-ყვეს თავისა
თვისისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
31. ხოლო თქუა უფალმან: ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან
მსგავს?
32. მსგვვს არიან ყმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა
და ეტყვიედ: გისტვინევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა
სტიროდეთ.
33. რამეთუ მოვიდა იოანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღვინოსა,
და იტყვით: ეშმაკეულ არს.
34. მოვიდა ძე კაცისაი, ჭამს და სუამს, იტყვით: აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი
ღვნისაიდა მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაი.
35. და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თვისთა.
36. ევედრებოდა ვინმა მას ფარისეველთაგანი, რაითა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა
სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.
37. და იყო დედაკაცი ვინმე ქადაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს
იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებლისაი.
38. და დადგა ფერხთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერხთა მისთა და
თმითა თავისა მისისაითა წარჰხოცდა და ამბორს-უყოფდა ფერხთა მისთა და სცხებდა
ნელსაცხებელსა.
39. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თვისსა:
ესე უკუეთუმცა იყო წინაისწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების
მას, რამეთუ ცოდვილ არს.
40. მიუგო იესო და ჰრქუა მას: სვიმონ, მაქუს რაიმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა:
მოძღუარ, იტყოდე!
41. და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისაივისნიმე: ერთსა თანა-ედვა
ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას -ერგასისი.
42. და ვითარ არარაიაქუნდა მათ, ორთავე მიუტევა; აწ თქუ შენ, ვინ უფროის შეიყუაროს
იგი?
43. მიუგო სვიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროისი
მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად ჰსაჯე.
44. და მიექცა დედაკაცსა მას და სვიიმონ ეტყოდა: ჰხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ
სახლსა შენსა, წყალი ფერხთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერხნი
ჩემნი თმითა თვისითა წარხოცნა.
45. ამბორის-ყოფაიარა მომეც მე, ხოლო ესე ვინაითგან შემოვიდა, არა დასცხრების
ამბორის-ყოფითა ფერხთა ჩემთაითა.
46. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერხთა ჩემთა.
47. რომლისა მადლისათვის გეტყვი შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი,
რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედ მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
48. და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
49. და იწყეს თანა-მეინახეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი
ცოდვათა მიუტეობს?
50. ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე ვიდოდე
მშვიიდობით.

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად,
ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.
2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და
უძლურებათა, მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შვიდნი ეშმაკნი განსრულ
იყვნეს.
3. იოანა, ცოლი ქოზაისი, ეზოის მოძღუარისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი,
რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
4. ხოლო რომელნი იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი
მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:
5. გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე
დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა ჭამეს იგი.
6. და სხუაიდავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე
მიწისაი.
7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
8. და სხუაიდავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას
ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაიარს იგავი ესე?
10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოისასუფეველისა
ღმრთისაი, ხოლო სხუათა -იგავით, რაითა ჰხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ
გულისხმა-ყონ.
11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაიღმრთისაი.
12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის; მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის
სიტყუაიიგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.
13. ხოლო რომელი იგი კლდესა ზედა, -რომელთ-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით
შეიწყნარიან სიტყუაიიგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა –იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და
ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.
14. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაიდა
ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა
ნაყოფიერ იქმნიან.
15. ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესენი არიან, რომელთა გულითა
კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაიდა შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან
მოთმინებითა.
16. არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან,
არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაითა შემავალნი იგი ნათელსა ჰხედვიდენ.
17. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა
საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
18. იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა
აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19. მოვიდეს მისა დედაიდა ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.
20. უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაიშენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაიშენი
ჰნებავს.
21. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაიჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა
სიტყუაიღმრთისაიისმინონ და ყონ იგი.
22. და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და
ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.
23. და მი-რაი-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოხდა არმური ქარისაიტბასა
მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.
24. და მოვიდეს და განაღვიძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო
თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს; და იყო
დაყუდებაიდიდი.
25. და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაითქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკვირდა და
იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან
მას?
26. და განვიდეს სოფელსა მას ღადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებოდა კაცი ქალაქისასა,
რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი, და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა
არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
28. და ვითარცა იხილა მან იესო, ღაღად-ყო და შეუვრდა ფერხთა მისთა და ხმითა დიდითა
იტყოდა: რაიძეს ჩემი და შენი, იესო, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები ნუ მტანჯავ
მე.
29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსვლად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ
გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკრველითა და სცვედ, და
განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30. ჰკითხა მას იესო: რაიარს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი
მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
31. და ევედრებოდეს მას, რაითა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასვლაი.
32. და იყო მუნ კოლტი ღორთაიმრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას,
რაითა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაი. და თავადმან უბრძანა მათ.
33. და გმოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიჰმართა
ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა
და დაბნებსა.
35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესოისა და იხილეს კაცი იგი
მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერხთა
თანა იესოისთა, და შეეშინა.
36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაიმის ღადარინელთაისაი,
რაითა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა
ნავსა და მიიქცა მუნვე.
38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაითა იყოს მის
თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა
მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მისთვის იესო.
40. და იყო მიქცევასა მას იესოისსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ
ყოველნივე მოელოდეს მას.
41. და აჰა ესერა მოვიდა კაცი და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო
შესაკრებელისაი; და დავარდა ფერხთა თანა იესოისთა და ევედრებოდა მსა, რაითა შევიდეს
სახლსა მისსა.
42. რამეთუ ასული მარტოიესუა მსა, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა.
და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროითა სისხლისაითა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი
მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეეხო ფესუსა სამოსლისა მისისა. და მეყსეულად
დასცხრა წყაროიიგი სისხლისა მისისაი.
45. და თქუა იესო: ვინ შემახო მე? და ვითარცა უარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და
მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყვი: ვინ
შემახო მე ?
46. ხოლო იესო ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი განსრული ჩემგან.
47. და იხილა რაიდედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა
მას და, რომლისა ბრალისათვის შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი
მეყსეულად განიკურნა.
48. ხოლო იესო ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ,
ვიდოდე მშვიდობით!
49. და ვითარ-იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელისა მთვარისაიმის და ჰრქუა
მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მიოძღუარსა.
50. ხოლო იესოს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს
იგი.
51. და ვითარცა მოვიდა იესო სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა
პეტრე და იაკობ და იოანე და მამაიდა დედაიყრმისაი.
52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ
ყრმაიეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ხელი ყრმისაიმის და ხმა-უყო: ყრმაო,
აღდეგ!
55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი.
56. და განუკვირდებოდა მამადედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაითა არავის
უთხრან საქმე იგი.

1. და მოუწოდა იესო ათორმეტთა მათ მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ძალი და
ხელმწიფებაიყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაი.
2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.
3. და ჰრქუა მთა: ნურარაიგაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა
პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.
4. და რომელსა სახლსა შეხვიდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით.
5. და რავდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაი-ხვიდოდით მიერ ქალაქით, მტუერი
ფერხთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელათ მათდა.
6. და გამო-რაი-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს
სნეულთა ყოველთა ადგილთა.
7. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთვარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ
იქმნებოდეს, და განიზრახვიდა რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოანე ნათლის-მცემელი
აღდგომილ არს მკუდრეთით.
8. ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი იტყოდეს: წინაისწარმეტყუელი
ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
9. ხოლო ჰეროდე თქუა: იოანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათვის
ესევითარი მესმის, არ ვიცი. და უნდა ხილვაიმისი.
10. და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესოს, რაოდენი ქმნეს; და წარიყვანნა იგინი და
განეშორა თვისაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქვიან ბეთსაიდა.
11. ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხვინა იგინი და ეტყოდა მათ
სასუფეველისათვის ღმრთისა, და რაოდენთა უხმდა განკურნებაი, განჰკურნებდა.
12. და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას:
განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგენ მუნ და
პოვონ საზრდელი თავისა მათისა, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ.
13. ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამდი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ
თანა უფროის, გარნა ხუთი ხუეზაიპური და ორი თევზი, გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და
უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი.
14. რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა:
დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული.
15. და მათ ყვეს ეგე და დასხეს ყოველი იგი ერი.
16. ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და
აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაითა დაუგონ ერსა მას.
17. და ჭამეს და განძღეს ყოველი, და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი,
ათორმეტი გოდორი.
18. და იყო ლოცვასა მას მისსა თვისაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ
და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაითქვიან ჩემთვის ყოფად?
19. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოანე ნათლის-მცემელი; და სხუათა - ელია; და
რომელნიმე იტყვიან: წინაისწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
20. ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული
ღმრნთისაი.
21. ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაითა არავის უთხრან ესე.
22. და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიად ვნებაიდა
შეურაცხ-ყოფაიმოხუცებულთაგან და მღდელთ მთავართა და მწიგნობართა და მოკლვად და
მესამესა დღესა აღდგომად.
23. და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნდე