1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16

17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

1. პირველი ესე სიტყუაი ვყავ ყოველთათვის, ჰოი ღმრთის მოყუარეო თეოფილე, რომელთა
იწყო იესო ყოფად და სწავლად
2. ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცინებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა,
ამაღლდა,
3. რომელთაცა წარუდგინა თავი თვისი ცხოველი შემდგომად ვნებისა მისისა მრავლითა
სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათვის ღმრთისა,
4. და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ
აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.
5. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა
მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.
6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკუეთუ
ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელისა?
7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელნი-იგი
მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა,
8. არამედ მოიღო ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა
მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრუაlმდე
ქუეყნისა.
9. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაი იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი
თუალთაგან მათთა.
10. და ვითარცა ხედვიდეს იგინი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა
მოადგეს მათ სამოსელითა სპეტაკითა
11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო,
რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილე აღმავალი ზეცად.
12. მაშინ მოიქცეს იერუსალემდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ზეთის ხილთაი, რომელ
არს მახლობელ იერუსალემსა შაბათის გზა ოდენ.
13. და ოდეს შევიდეს, აღხდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და
ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და
იუდა იაკობისი.
14. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და
მარიამ დედით იესოისით და ძმებითურთ მისით.
15. და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა
16. (იყო რიცხვი ერისაი მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო
აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაისწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა
იუდაისთვის, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესოისთა,
17. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილ მსახურებისაი ამის.
18. ამან მოიგო დაბაი იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაითა და განსივნა და განსთქდა
შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი.
19. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკვიდრთა იერუსალემისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას
თვისითა სიტყვითა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაი სისხლისაი.
20. რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნუ
იყოფინ მკვიდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
21. ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაი ყოველსა ჟამსა, რომელსა
შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესო,
22. იწყო ნათლის-ცემითგან იოანესით ვიდრე დღემდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან,
მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.
23. და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და
მატათია.
24. და ილოცეს და თქუეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ
ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე,
25. მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა
მისლვად ადგილსა თვისსა.
26. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუხდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა
მოციქულთა.

1. და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად
ურთიერთას,
2. და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო
ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე.
3. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად
კაცად-კაცადსა მათსა ზედა.
4. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა
სული იგი მისცემდა მათ სიტყუად.
5. ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკვიდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი
ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
6. და იყო რაი ხმაი ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაი და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა
თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თვისი სიტყუაი მათი, იტყოდეს რაი იგინი.
7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკვირდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე
ყოველნი არიანა, რომელნი იტყვიან, გალილეველ?
8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თვისი სიტყუაი ჩუენი მათგან, რომელნი ვართ
9. პართნი და მიდნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკვიდრნი შუა მდინარისანი,
ჰურიასტანისანი და კაბადუკიაისანი, პონტოისანი და ასიაისანი,
10. ფრიგვიაისანი და პამფვილიისანი, ეგვიპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კვირინით
კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი,
11. კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყვიან რაი ჩუენითა ენითა დიდებასა
ღმრთისასა?!
12. ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაი
მე ჰნებავს ამათ ყოფად?
13. ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან.
14. ხოლო პეტრე დადგა შორს ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ხმაი თვისი და ეტყოდა მათ:
კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქუენდა ცხად
იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი,
15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი
დღისაი ამის მესამე.
16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინაისწარმეტყუელისა მიერ:
17. და იყოს უკუნაისკნელთა დღეთა, - იტყვის უფალი ღმერთი, - მივჰფინო სულისაგან
ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინაისწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი
თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით
განვეცხადო,
18. და მონათა ჩემთა ზედა და მხევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო
სულისაგან ჩემისა და წინაისწარმეტყუელებდენ.
19. და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და
არმური კუამლისაი.
20. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის
უფლისა დიდისა და განჩინებულისა.
21. და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს.
22. კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესო ნაზარეველი, კაცი განჩინებული
ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი
ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით,
23. ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაისწარ ცნობითა ღმრთისაითა გნცემითა ხელთა
უსჯულოთაითა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ,
24. რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰხსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ
შესაძლებელ იყო დაყენებაი მისი მის მიერ.
25. რამეთუ დავით იტყვის მისთვის: წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს
მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა,
26. ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროის ხორცთაცა ჩემთა
დაიმკვიდრონ სასოებით.
27. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად
განსახრწნელი,
28. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხოვრებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა
შენისაითა.
29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა
დავითისთვის, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე
მოდღენდელად დღედმდე.
30. წინაისწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი
ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ხორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა
მისთა.
31. წინაისწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათვის ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული
მისი ჯოჯოხეთს, არცა ხორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი.
32. ესე იესო აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;
33. მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაი სულისა წმიდისაი მოიღო მამისაგან
და მოჰფინა, რომელსა-ესე თქუენ აწ ჰხედავთ და გესმის.
34. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყვის იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა
ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
35. ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.
36. განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაელისამან, რამეთუ უფალ და
ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესო, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ.
37. ესმა რაი ესე, შეინანეს გულითა და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაი
- მე ვყოთ, კაცნო ძმანო?
38. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღენ კაცად-კაცადმან თქუენმან
სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭი სულისა
წმიდისაი.
39. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაი და შვილთა თქუენთაი და ყოველთა შორიელთაი, რაოდენთა
მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩვენმან.
40. და სხვითაცა მრავლითა სიტყვითა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით
ნათესავისა ამის დრკუისაგან.
41. და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაი მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს
მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ.
42. და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა
პურისასა და ლოცვასა.
43. და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალი ნიშები და სასწაულები მოციქულთა
მიერ იქმნებოდა.
44. ყოველნი მორწმუნენი იყვნეს ერთბაშად, და აქუნდა ყოველივე ზოგად.
45. და დაბნებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა ვის
რაი უხმდა.
46. და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ
პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა,
47. აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა
ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა.

1. პეტრე და იოანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.
2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თვისით, რომელი-იგი აღიკიდიან და
დასვიან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუნიერ, თხოვად
ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად,
3. რომელმან იხილა პეტრე და იოანე, შე-რაი-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა
ქველის-საქმესა მათგან.
4. მიჰხედა მას პეტრე იოანეთურთ და ჰრქუა: მოიხილე ჩუენდა.
5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.
6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროი არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ
სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა: აღდეგ და ვიდოდე!
7. და უპყრა ხელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერხნი
მისნი და კოჭნი.
8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და
ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.
9. და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაი და აქებდა ღმერთსა;
10. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათვის ზინ ბჭეთა თანა
შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკვირველებითა, რომელი-იგი
იქმნა მის ზედა.
11. და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოანე, შეკრბებოდა
მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქვიან სოლომონისი, საკვირველებისა მისთვის.
12. ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნი, რაისა გიკვირს ამას
ზედა? ანუ ჩუენ რაისა გუხედავთ ვითარცა თვისითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა
გუექმნა სლვაი მაგისი?
13. ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან
ადიდა ძე თვისი იესო, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან
საჯა განტევებაი მისი.
14. ხოლო თქუენ წმიდაი იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკლველი
მიმადლებად თქუენდა.
15. ხოლო წინამძღუარი იგი ცხოვრებისაი მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა
მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე.
16. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაითა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით,
განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე
წინაშე თქუენ ყოველთა.
17. და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა.
18. ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაისწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინაისწარმეტყუელთა
მისთაითა ვნებაი ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.
19. შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაითა აღიხოცნენ ცოდვანი თქუენნი,
20. რაითა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს,
რომელსა-იგი ხელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესო,
21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეცათა შეწყნარებაი ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა,
რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინაისწარმეტყუელთა
მისთაითა.
22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ
უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ,
რომელსა გეტყოდის თქუენ.
23. და იყოს, ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინაისწარმეტყუელისაი,
მოისპოს იგი ერისაგან.
24. და ყოველნი წინაისწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი
იტყოდეს და წინაისწარ უთხრობდეს დღეთა ამათ.
25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინაისწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი
აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა
მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
26. თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თვისი იესო, რომელი-იგი მოავლინა
მაკურთხეველად თქუენდა, რაითა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.

1. და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და
ერისთავი იგი ტაძრისაი მის და სადუკეუელნი,
2. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესოის მიერ
აღდგომისათვის მკუდრეთით,
3. და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ
შემწუხრდებოდა.
4. და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაი იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხვი იგი
მორწმუნეთაი მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ.
5. და იყო ხვალისაგან შეკრებაი მთავართა მათთაი და ხუცესთა და მწიგნობართაი
იერუსალემს.
6. და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოანე და ალექსანდრე და რავდენნი იყვნეს
ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაისა.
7. და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა
სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?
8. მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და
მოხუცებულნო ისრაელისანო,
9. უკუეთუ ჩუენ დღეს განვიკითხვით ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა
ესე ცხოვნდა,
10. ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაელისა, ვითარმედ სახელითა იესო
ქრისტე ნაზარეველისაითა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა
მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.
11. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა
თავ საკიდურთა,
12. და არავინაი არს სხვით ცხოვრებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე
მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხოვრებაი ჩუენდა.
13. ხოლო იგინი ხედვიდეს რაი პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოანესსა, და
უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკვირდა, იცოდნეს იგინი,
რამეთუ იესოის თანა იყვნეს.
14. და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა
ცილობად.
15. და ბრძანეს განსლვაი მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას
16. და თქუეს: რაიმე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ
მიერ, ყოველთა შორის მკვიდრთა იერუსალემისათა ჩანს და ვერ ხელ-გუეწიფების
უარისყოფად?
17. არამედ რაითა არა უფროის განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაითა
არა უთხრობდენ სახელითა ამით არავის კაცსა.
18. და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა
იესოისითა.
19. ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა
თქუენი სმენაი უფროის, ანუ ღმრთისაი, საჯეთ.
20. რამეთუ ჩუენ ვერ ხელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა
ვიტყოდეთ.
21. ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ვერ ჰპოებდეს,
ვითარმცა ტანჯნეს იგინი ერისა მისთვის, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა
მისთვის.
22. რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე
კურნებისაი.
23. ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თვისთა თანა და უთხრეს მათ, რაი-
იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ.
24. ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ხმაი ღმრთისა მიმართ და თქუეს:
უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმნენ ცაი და ქუეყანაი და ზღუაი და ყოველი, რაი
არს მათ შინა,
25. რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა:
რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
26. მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა
მისისათვის.
27. რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესოს,
რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაელისა
28. საქმედ, რავდენი ხელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაისწარ განაჩინა ყოფად.
29. და აწცა, უფალო, მოჰხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა
ყოვლითა განცადებულებითა სიტყუად სიტყვისა შენისა,
30. განრთხმად ხელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა
წმიდისა ძისა შენისა იესოისითა.
31. და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს
ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.
32. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან
ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.
33. და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა
იესო ქრისტესსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა.
34. და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს
სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაი მათ
35. და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაიცა ვის
უხმდა.
36. ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე
ნუგეშინის-ცემისაი, ლევიტელი კვიპრელი ნათესავით,
37. ამას აქუნდა დაბაი და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერხთა თანა
მოციქულთასა.

1. კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირაის თანა, ცოლისა მისისა, განყიდა
დაბაი
2. და გამოახუა სასყიდლისა მისგან, - უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, - და მოიღო ზოგი
რავდენიმე და დადვა ფერხთა თანა მოციქულთასა.
3. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაისათვის აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად
სულისა წმიდისა გამოხუებად სასყიდელსა მის დაბისასა?
4. ანუ არა, იყო რაი, შენი იყო და, გან-რაი-ჰყიდე, ხელმწიფებასავე შენსა იყოა? და
რაისათვის დაიდევ საქმე ესე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა.
5. ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სულნი წარჰხდეს. და დაეცა შიში
დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
6. და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს.
7. და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე
ესე, და შევიდა.
8. ჰრქუა მას პეტრე: მითხრ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაი იგი? ხოლო მან
ჰრქუა: ჰე, ეგოდენის.
9. ჰრქუა მას პეტრე: რაისათვის ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ
არა აჰა ესერა ფერხნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ
შენცა?
10. და დაეცა მეყსეულად ფერხთა თანა მისთა და სულნი წარჰხდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი
და პოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა.
11. და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
12. ხოლო ხელითა მოციქულთაითა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის.
და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.
13. ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.
14. უფროის-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაი და დედათაი,
15. ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და
საკაცებითა, რაითა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ ვისმე მისი შეადგეს
მათგანსა.
16. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაი იერუსალემს და მოაქუნდეს უძლურნი და
შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.
17. აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაი
სადუკეველთაი, აღივსნეს შურითა.
18. და დაასხნეს ხელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა
დამარხვად ხვალისამდე.
19. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოყვანნა
იგინი და ჰრქუა:
20. მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა
ამის ცხორებისა.
21. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ
მოვიცებულთა ძეთა ისრაელისათა, და მისთანანი, და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და
ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაელისათა, და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად
მოციქულთა.
22. ხოლო მი-რაი-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და
მოიქცეს იგინი
23. და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დახშული ყოვლითა
კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო განრაივაღეთ, შინა
არავინ ვპოვეთ.
24. და ვითარცა ესმენეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა,
განიზრახვიდეს მათთვის, ვითარმედ: რაიმე იქმნა ესე?
25. მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი
თქუენ შესხენით საპყრობილესა ძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა.
26. მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ
ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაი დაჰკრიბონ.
27. და ვითარცა მოიყვანნს იგინი, დაადგინნეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ
მღვდელთ მოძღუარი იგი
28. და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაითა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით,
და აჰაესერა აღგივსიეს იერუსალემი მოძღუარებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ
ზედა სისხლი კაცისაი ამის?
29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის,
ვიდრე კაცთაი.
30. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესო, რომელსა-იგი თქუენ ხელნი შეასხენით
და დამოჰკიდეთ ძელსა;
31. ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თვისითა მიცემად
სინანული ისრაელსა და მოტევებაი ცოდვათაი.
32. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაი, რომელ მოსცა ღმერთმან
მორწმუნეთა მისთა.
33. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა.
34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის
მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაი
მოციქულთაი,
35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაი
გეგულების ყოფად.
36. რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თვისსა, ვითარმედ არს
ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხვით ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და
ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნნეს ვითარცა არარაი.
37. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა
ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი
განიბნინეს.
38. და აწცა გეტყვი თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი, რამეთუ,
უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაი ესე გინათუ საქმე ესე, დაჰხსნდეს; ხოლო უკუეთუ
ღმრთისაგან არს, ვერ ხელ-გეწიფების დახსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ.
39. ხოლო იგინი ერჩდეს მას. და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაითა
არღარა იტყოდიან სახელითა იესოისითა, და განუტევნეს იგინი.
40. ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს
სახელისა მისისათვის გინებად.
41. და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და
სახარებითა იესო ქრისტესითა.

1. ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტვინვაი ბერძენთაი
ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდეს მსახურებაი იგი დღითი-დღედი ქურივთა
მათთაი.
2. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო
არს ჩუენდა დატევებაი სიტყვისა ღმრთისაი და მსახურებაი ტაბლებსა.
3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი,
სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ სახმარსა ამას ზედა,
4. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.
5. და სათნო უჩნდა სიტყუაი ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს
სტეფინე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და
ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი,
6. და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი.
7. და სიტყუაი იგი ღმრთისაი აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხვი იგი მოწაფეთაი
იერუსალემს შინა ფრიად და მრავალი ერი მღდელთაი მათ ერჩდა სარწმუნოებასა.
8. ხოლო სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა
დიდ-დიდსა ერსა შორის.
9. აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ლიბირტიმელთაი და კვირინელთაი
და ალექსანდრელთაი და კილიკიაით და ასიაით, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა
სიტყუასა,
10. და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა, რომლითა
იტყოდა იგი.
11. მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან
სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთვის და ღმრთისა.
12. და აღძრეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს
იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა,
13. და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების
სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისათვის წმიდისა და სჯულისა,
14. რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაი, ვითარმედ: იესო ნაზარეველმან დაარღვიოს
ადიგილი ესე და ცვალოს სჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.
15. და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი
ვითარცა პირი ანგელოზისაი.

1. ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა?
2. ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაი ეჩუენა
მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკვიდრებისა
მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას:
3. გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქვეყანად, რომელი
მე გიჩუნო შენ.
4. მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთაისა და დაეშენა ქარანს შინა და მიერ
შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკვიდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ესე აწ
თქუენ დამკვიდრებულ ხართ.
5. და არა სცა მას სამკვიდრებელი მას შინა, არცა ფერხის წარსადგმელ, და აღუთქვა
მიცემად მას იგი სამკვიდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა
მას შვილი.
6. ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა,
და დაიმონებდენ მათ და ძვირსა უყოფდენ ოთხას წელ.
7. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა
შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას.
8. და მოსცა მას სჯული წინადაცუეთისაი, და მან შვა ისაკი და წინა-დასცვითა მას
მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობს და იაკობმან – ათორმეტთა მათ მამათმთავართა.
9. და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო
ღმერთი მის თანა
10. და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე
ფარაო მეფისა მეგვიპტელთაისა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა
ზედა სახლსა მისსა.
11. იყო სიყმილი ეგვიპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა
ჰპოვებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი.
12. ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგვიპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი
პირველად.
13. და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თვისთა. და განეცხადა ფარაოს ნათესავი
იოსებისი.
14. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თვისსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა
თვისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა.
15. და შთავიდა იაკობ ეგვიპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი.
16. და მოიხუნეს იგინი სვიქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ
სასყიდლითა ვერცხლისაითა ძეთაგან ემორისთა სვიქემს.
17. და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაი, რომლისათვის ეფუცა ღმერთი აბრაჰამს,
აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგვიპტეს შინა,
18. ვიდრემდის აღდგა სხვაი მეფე ეგვიპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები.
19. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და
გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაითა არა ცხოვნდენ,
20. რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკვირცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ
თუე სახლსა შინა მამისა თვისისასა.
21. და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოისმან და განზარდა იგი
თვისა თვისისა შვილად.
22. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაითა და იყო იგი ძლიერ
სიტყვითა და საქმითა მისთა.
23. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუხდა გულსა მისა
მიხედვად ძმათა თვისთა ძეთა ისრაელისათა,
24. და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და იყო შურისგებაი და დაწუნებულისა მისთვის
და მოკლა მეგვიტელი იგი.
25. ჰგონებდა, ვითარმედ გულისხმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ხელითა მისითა მოსცეს მათ
ღმერთმა ცხოვრებაი, ხოლო მათ არა გულისხმა-ყვეს.
26. კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშვიდობად და
ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაისათვის ავნებთ ურთიერთას?
27. ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყვასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ
მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა?
28. ანუ ჩემიცა მოკლვაი გნებავს, ვითარ-იგი მოჰკალ გუშინ მეგვიპტელი იგი?
29. და ივლტოდა მოსე სიტყვითა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მადიამისასა,
სადა-იგი ეხსნეს ორ ძე.
30. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩუენა მას უდაბნოსა მთისა სინისასა
ანგელოზი უფლისაი ალითა ცეცხლისაითა მაყულოვნით.
31. ხოლო მოსე იხილა რაი, დაუკვირდა ხილვაი იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო
მისა მიმართ ხმაი უფლისაი:
32. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაი, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი
იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად.
33. ჰრქუა მას უფალმან: წარიხადენ სანდალნი ფერხთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე.
რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაი წმიდაი არს,
34. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაი, რომელ არს ეგვიპტეს და სულ-თქუმანი მათნი
მესმენეს და განრდამოვხედ განრინებად მათთა, და აწ მოვედ და მიგავლინო შენ
ეგვიპტედ.
35. ესე მოსე, რომელი უარყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად
ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მხსნელად მოუვლინა ხელითა მის ანგელოზისაითა,
რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა.
36. ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას
ეგვიპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.
37. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ:
წინაისწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა
ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ.
38. ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა,
რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარნა სიტყუანი
იგი ცხოვრებისანი მოცემად ჩუენდა.
39. რომელთაი არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და
მიიქცეს გულითა მათითა ეგვიპტედ.
40. ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ
მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგვიპტით, არა ვიცით, თუ რაი
შეემთხვია მას.
41. და ქმნეს ხბოი მათ დღეთა შინა და შეიწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს
ქმნულსა ხელთა მათთასა.
42. მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს
წიგნსა წინაისწარმეტყუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა
უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაელისაო?
43. და აღიღედ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაისი,
კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგხადნე თქუენ მიერ კერძო
ბაბილონსა.
44. კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი
უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი
ეხილვა,
45. რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩუენთა შემდგომითი –შემდგომად ისოის თანა
დამკვიდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა
ჩუენთაისა ვიდრე დღეთამდე დავითისთა.
46. რომელმან პოვა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოვა პოვნად საყოფელი ღმრთისა
იაკობისი.
47. ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი.
48. არამედ არა თუ მაღალი იგი ხელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს,
ვითარცა წინაისწარმეტყუელი იტყვის:
49. ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაი კუარცლბერკი არს ფერხთა ჩემთაი. ვითარი სახლი
მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაი-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაი?
50. ანუ არა ხელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველნი?
51. ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა
წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.
52. რომელნიმე წინაისწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და
მოსწვიდნეს, რომელნი წინაისწარ უთხრობდეს მოსვლასა მას მართლისასა, რომლისა-იგი აწ
თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით,
53. რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაისა და არა დაიმარხეთ.
54. ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის
ზედა კბილთა მათთა.
55. ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაი ღმრთისაი და
იესო, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა.
56. და თქუა: აჰა ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით
ღმრთისა მდგომარესა.
57. ხოლო მათ ხმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ხელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს
ერთბამად მის ზედა;
58. და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს
სამოსელსა მათსა ფერხთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე.
59. და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესო
ქრისტე, შეივედრე სული ჩემი.
60. და დაიდგინა მუხლნი და ხმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა
ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.

1. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერ-მჩინებელ მოკლვასა მისსა.
2. იყო მას დღესა შინა დევნულებაი დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს
იერუსალემს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაი
სასა, თვინიერ ხოლო მოციქულთა.
3. და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაი დიდი მის ზედა.
4. ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა
მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ.
5. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა.
6. ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა.
7. და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად
სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა.
8. რამეთუ მრავალთა რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ხმითა მაღლითა
და განვიდიან. და მრავალნი განრღუეულნი და მკელობელნი ანიკურნებოდეს.
9. და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა.
10. კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაითვე იყო ქალაქსა მას შინა,
ჰგრძნებდა და განაკვირვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა.
11. რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იტყოდეს, ვითარმედ:
ესე არს ძალი ღმრთისაი დიდი.
12. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკვირვნეს იგინი.
13. და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი სახარებაი სასუფეველისათვის ღმრთისა და
სახელისათვის იესო ქრისტესისა, ნათელ-იღებდეს მამანი და დედანი.
14. და სიმონსცა თვით ჰრწმენავე და ნათელ-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა. და
ჰხედვიდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი-იგი იქმნებოდეს, და დაუკვირდებოდა.
15. ესმა რაი უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალემს, რამეთუ შეიწყნარეს
სამარიას სიტყუაი ღმრთისაი, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოანე.
16. რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა-ყვეს მათთვის, რაითა მიიღონ სული წმიდაი.
17. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა-მოწევნულ სული წმიდაი, გარნა
ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესოისითა.
18. მაშინ დაასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაი.
19. ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ხელთ-დასხმითა მით მოციქულთაი
თა მოეცემის სული წმიდაი, მიუპყრა მათ ფასი
20. და ჰრქუა: მომეცით მეცა ხელმწიფებაი ესე, რაითა, რომელსაცა დავასხნე ხელნი,
მიაქუნდეს სული წმიდაი. ჰრქუა მას პეტრე:
21. ვერცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას
ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად.
22. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკვიდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი
არა არს წრფელი წინაშე ღმრთისა.
23. შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს
შენ უსჯულოებაი ეგე გულისა შენისაი,
24. რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ.
25. მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთვის უფლისა მიმართ, რაითა არა მოვიდეს
ჩემ ზედა, რაი-იგი თქუენ სთქუთ.
26. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაი იგი სიტყვისაი მის და იტყოდეს სიტყუასა მას
უფლისასა, და მოიქცეს იერუსალემად და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.
27. ანგელოზი უფლისაი ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო,
გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით გაზად. ესე არს უდაბნოი.
28. და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოი საჭურისი ძლიერი კანდაკისი
დედოფლისა მის ჰინდოეთისაი, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი
მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალემედ,
29. და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია
წინაისწარმეტყუელისასა.
30. ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ.
31. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია
წინაისწარმეტყუელსა, და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ?
32. ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ
ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვლად და დაჯდომად მის თანა.
33. ხოლო თავი საკითხავისაი მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი
კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს
პირსა თვისსა.
34. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას,
რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაი მისი.
35. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთვის იტყვის
წინაისწარმეტყუელი ამას, თავისა თვისისათვის, ანუ სხვისა ვისთვისმე?
36. აღაღო პირი თვისი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან
იესოისთვის.
37. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ,, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა
საჭურისამან მან: აჰა წყალი, რაიღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?
38. ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა
მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაი არს იესო ქრისტე.
39. და უბრძანა დადგინებაი ეტლთაი მათ. და შთახდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და
საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.
40. და ვითარცა აღმოხდეს წყლით, სული წმიდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან
უფლისამან წარიტაცა ფილიპე, და მერე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა
გზასა თვისსა სიხარულით.
41. და ფილიპე იპოვა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა
ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.

1. ხოლო სავლე უფროის განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა
მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუხდა მღდელთ მოძღუარსა მას
2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაითა მივიდეს და,
თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს
იერუსალემდ.
3. და მი-ოდენ რაი ვიდოდა იგი და მიეახლა დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოის მისსა
ბრწყინვალებაი ნათლისაი ზეცით გარდამო.
4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ხმაი, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ,
რაისა მდევნი მე?
5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესო, რომელსა შენ
მდევნი. ფიცხელ არს შენდა წიხნაი დეზისაი.
6. ძრწოდა და განცვიფრდებოდა და ჰრქუა: რაი გნებავს ჩემდა ყოფად? და ჰრქუა მას
უფალმან: აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაი იგი ღირდეს შენდა
საქმედ.
7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკვირვებულნი. სმენით ესმოდა ხმაი
იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას.
8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ხელი
მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ.
9. და წარხდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.
10. ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია და ჰრქუა მას უფალმან
ჩუენებით: ანანია! და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო.
11. ჰრქუა მან უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან
მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაისთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა ეგერა
ილოცავს მუნ.
12. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ხელნი
მას ზედა, რაითა აღიხილნეს.
13. მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათვის, რაოდენი
ძვირი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალემს შინა,
14. და აქაცა მოუღებიეს ხელმწიფებაი მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი
ხადიან სახელსა შენსა.
15. ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაითა ზე
აქუნდეს სახლი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა
ისრაელისათა.
16. და მე უჩუენო მას რავდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათვის.
17. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ხელნი
მისნი და ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესო, რომელი გეჩუენა შენ გზასა
მას, რომელსა მოხვიდოდე, რაითა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა.
18. და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მყისეულად
აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო.
19. და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე
რავდენმე;
20. და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე
ღმრთისაი.
21. და დაუკვირდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა,
რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალემს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესოი
სსა, და აქაცა მისთვის მოსრულ იყო, რაითა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა
თანა?
22. ხოლო სავლე უფროის განძლიერდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს
დამასკეს შინა, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ: ესე არს ქრისტე.
23. ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაი მისი.
24. და ეუწყა სავლეს ძვირის ზრახვაი მათი, რამეთუ სცვიდეს ბჭეთა დღე და ღამე,
რაითამცა ვითარ მოკლეს იგი.
25. და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფვირიდითა.
26. და მი-რაი-ვიდა სავლე იერუსალემდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა
ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე.
27. ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი
გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა
სახელითა იესოისითა.
28. და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალემს და განცხადნებოდა სახელითა უფლისა
იესოისითა.
29. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, , ხოლო იგინი ზრახვიდეს
მოკლვასა მისსა.
30. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.
31. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაი
სათა და სამარიაისათა ეგნეს მშვიდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და
ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაითა განმრავლდებოდეს.
32. და იყო, იქცეოდა რაი პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა,
რომელნი მკვიდრ იყვნეს ლუდიას.
33. და პოვა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემედებარე
ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ.
34. და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესო ქრისტე, აღდეგ და
გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა.
35. და იხილეს იგი ყოველთა მკვიდრთა ლუდიისათა და სარონიისათა, რომელთა-იგი
მოაქციეს უფლისა.
36. ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა
ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და
წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა.
37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაი მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და
დადვეს ქორსა მას შინა.
38. რამეთუ ახს ლუდიაი იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და
მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე
ჩუენდამდე.
39. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა, აღიყვანეს ქორსა
მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს
კუბასტებსა და სამოსლებსა, რავდენსა იქმოდა, მათ თანა რაი იყო ტაბითა.
40. ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუხლნი და ილოცა. და მოექცა
გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თვისნი და,
იხილა რაი პეტრე, წარმოჯდა.
41. ხოლო მან მისცა მას ხელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და
წარუდგინა იგი ცოცხალი.
42. აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და ჰრწმენა მრავალთა უფალი
43. და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სვიმონ ვისმე მეპრატაკისა თანა.

1. კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილიოს, ასისთავი, ტომისაგან,
რომელსა ჰრქვიან იტალიკე,
2. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაი ყოვლითურთ სახლეულით თვისით, იქმოდა ქველის
საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის.
3. იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა,
რამეთუ ანგელოზი უფლისაი მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე!
4. და მან მიხედა მას და ზარი განჰხდა და ჰრქუა მას: რაი არს, უფალო? ხოლო მან
ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა
წინაშე უფლისა.
5. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სვიმონს, რომელსა ჰრქვიან პეტრე.
6. ამისი ვანი არს სვიიმონის ვის თანამე მეპრატაკისა, რომელსა ტაძარი ახს ზღუასა.
7. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა
და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა,
8. და უთხრა მათ ესე ყოველი და და წარავლინნა იგინი იოპედ.
9. და ხვალისაგან მი-რაი –ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეხალნეს, აღხდა
პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა,
10. რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ხსნაი და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის
ზედა განკვირვებაი,
11. და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასე, ვითარცა ტილოსა
დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე-დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად,
12. რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერხი და ქუეწარმავალი და მხეცი ქუეყანისაი და
მფრინველნი ცისანი.
13. და იყო ხმაი მისა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და
არაწმიდაი შესრულ არს პირსა ჩემსა.
15. და მერმე კუალად მეორედ ხმაი იყო მისი მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან
წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.
16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.
17. და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თვისსა, ვითარმედ რაიმე იყოს ხილვაი
ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნილიოსისგან
მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სვიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბეჭთა ზედა
მისთა.
18. და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სვიმონისი, რომელსა ჰრქვიან პეტრე, ვანი აქა
არსა?
19. ხოლო პეტრე, ვიდრეღა იგი გულის ზრახვად დგა ჩუენებისა მისთვის, ჰრქუა მას
სულმან წმიდამან: აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ;
20. არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე
მომივლინებიან იგინი.
21. გარდმოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა:
აჰა ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაი არს მიზეზი, რომლისათვის მოსულ
ხართ?
22. ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან
ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოველისაგან ნათესავისა ჰურიათაისა, ბრძანებაი
მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თვისსა და სმენად შენგან
სიტყუათა.
23. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა
პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა.
24. და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილიოს მოელოდა მათ, შემოკრიბა
თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი.
25. და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერხთა
მისთა და თაყუანის-სცა მას.
26. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ.
27. და იტყოდეს თანად, და შერაივიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი.
28. და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თვით უწყით, ვითარმედ არა ჯერ-არს კაცისა ჰურიისა
მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო-თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაითა
არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად.
29. ამისთვის უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაი, აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა
სიტყვისათვის მომხადეთ მე.
30. ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამამდე ვიყავ მარხული და
მეცხრესა ჟამსა ვილოცვედ რაი სახლსა შინა ჩემსა, და აჰა ესერა დადგა კაცი წინაშე
ჩემსა სამოსელითა ბრწყინვალითა
31. და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველის საქმენი შენნი
მოიხსენნეს წინაშე ღმრთისა.
32. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქვიან პეტრე: ამას ვანი
დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღვის კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და
გეტყოდის შენ.
33. და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ
ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა
უფლისა მიერ.
34. აღიღო პეტრე პირი თვისი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალ-ღება
ღმრთისა თანა,
35. არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო
მისა არს.
36. სიტყუაი იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაელისათა მახარებელად მშვიდობისა იესო
ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაი.
37. თქუენ თვით უწყით სიტყუაი იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა,
რომელმან-იგი იწყო გალილეაით შემდგომადნათლის-ცემისა; რომელსა-იგი ქადაგებდა იოანე:
38. იესოს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა,
რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა
ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა.
39. და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათვის, რომელნი ქმნნა ყოველთათვის, რომელნი ქმნნა
სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალემს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა
ძელსა ზედა.
40. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაი
41. არა ყოვლისა ერისა, არმედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაისწარვე ღმრთისა მიერ,
ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.
42. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული
ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაი.
43. ამას ყოველნი წინაისწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად
სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ.
44. და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაი და დაადგრა
ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაი იგი,
45. და დაუკვირდა წინა-დაცუე-თილებისაგანთა მორწმუნეთა, რავდენნი-იგი შევიდეს
პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაი მიფენილ არს,
46. რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაი ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო
პეტრე და ჰრქუა:
47. წყლისაგან ნუ რაი ყენებაი არსა არა ნათლის-ცემაი ამათი, რომელთა-ესე სული
წმიდაი მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?
48. და უბრძანა მათ ნათლისღებად სახელითა იესო ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას,
რაითა დაადგრეს მათ თანა დღე რავდენმე.

1. ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ
წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაი ღმრთისაი
2. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალემდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი
ძმანი
3. და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე.
4. ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი-შემდგომად და ჰრქუა:
5. მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცვედ რაი, ვიხილე განკვირვებასა ჩემსა
ჩუენებაი, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაიმე, ვითარცა ტილოი დიდი, ოთხთაგან
კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე,
6. რომელსა მივხედენ და განვიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერხი ქუეყანისაი და
მხეცი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი,
7. და მესმა ხმაი, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
8. და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაივე გინა არაწმიდაი არასადა
შესრულ არს პირსა ჩემსა.