FAQ | Advanced Search | Contact us
Georgian Lyrics | Geo Films | Geo Games | Georgian Toolbar | GeoChords |
F.a.q.
  • მე გამოვგზავნე სიმღერის ტექსტი, მაგრამ რატომ ვერ ვხედავ ამ გვერდზე?
  • თუ თქვენ გამოგზავნეთ სიმღერის ტექსტი ის ავტომატიურად ეგზავნება ადმინისტრაციას შესამოწმებლად. შემოწმებას დრო სჭირდება, ასევე მისი ვიდეოს მოძიებას ან შექმნას. ასე რომ დაელოდეთ და მალე იხილავთ თქვენ გამოგზავნილ სიმღერის ტექსტს საიტზე.
  • მე შევუკვეთე სიმღერის ტექსტი და რატომ არ არის გამოქვეყნებული?
  • თუ თქვენ შეუკვეთეთ სიმღერის ტექსტი ამის შესახებ ადმინისტრაცია ინფორმირებულია. სამწუხაროდ შეკვეთების რაოდენობა ძალზედ დიდია და ადმინისტრატორი ვერ ასწრებს გაითვალისწინოს ყველას მოთხოვნა. ასევე შესაძლოა სხვა მიზეზებიც:
    1. არ მიუთითეთ თქვენი ელფოსტა.
    2. ვერ იქნა მოძიებული ეს მუსიკა მთელს ინტერნეტში.
    3. სიმღერის ტექსტი არის რთული, მაგალითად რეპ მუსიკა.
    4. შეგვიკვეთეთ უცხოური და არა ქართული ან არაქართველის მიერ შესრულებული სიმღერა.
    5. შეუკვეთეთ სარესტორნო ან საქორწილო მუსიკა, რომელიც სომხურ-აზიურ მოტივებზეა აგებული.
    6. შეუკვეთეთ სამგლოვიარო მუსიკა დუდუკების თანხლებით (ჩვენ არ წარმოვადგენთ დამკრძალავ ბიუროს).
    სიმღერის ვიდეოს მოძიებასაც დრო სჭირდება ან მის შექმნას. 98% ჩვენი საიტის სიმღერების ტექსტებისა მომზადებულია მხოლოდ ერთი ადამიანის - ადმინისტრატორის მიერ, ასე რომ თავად განსაჯეთ რამხელა მუშაობაა საჭირო რომ ყველას მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული.
  • მსურს დავუკავშირდე ვებ-ოსტატს!
  • თუ თქვენ გსურთ რომ დაუკავშირდეთ ვებ-ოსტატს გამოიყენეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.
  • შემიძლია განვათავსო საიტის ბანერი?
  • საიტის ბანერის განთავსება თქვენს საიტის გვერდზე დიდ დახმარებას გაუწევს ამ საიტის პოპულარიზაციას.
    ბანერის მისამართია:
    http://www.georgianweb.com/top/images/geolyrics.gif
  • სად არის გიტარის აკორდები?
  • საიტის სტუმართა თხოვნით მოგვიწია ახალი ვებ გვერდის შექმნა "გიტარის აკორდები", ეწვიეთ ამ საიტს და მიიღეთ აქტიური მონაწილეობა, ამისათვის დააწკაპნეთ აქ.
  • როგორ მოვიძიო სიმღერა?
  • სიმღერის ძებნა ხორციელდება საიტის საძიებო სისტმის მეშვეობით ლათინური ასოებით.
    შესაძლებელია ძიება სიმღერის დასახელების და მენიუს შეცვლით კი - მომღერლის დასახელების მეშვეობით.
    ძიების დროს არ არის აუცილებელი სიმღერის ან მომღერლის სრული დასახელების ჩაწერა.
    ყურადღება მიაქციეთ ზოგიერთ ქართულ ასოს, რომლის ანალოგიც ლათინურში არ არის. მაგალითად: ყ = k-ს და არა y-ს. ხ = kh-ს, ღ = gh-ს, წ = ts-ს და ასე შემდეგ. საიტი ძირითადად იყენებს Georgian national system of romanization სისტემას.
    ასევე შესაძლებელია გაფართოებული ძებნა Google-ის მეშვეობით, ამისათვის დააწკაპნეთ აქ.
  • როგორ გადმოვწერო ფლეშ ვიდეო?
  • YouTube-იდან ვიდეოს გადმოსაწერათ დააწკაპნეთ აქ. არ დაგავიწყდეთ ჩაწეროთ ვიდეოს მისამართი და მოითითოთ ფორმატი.
  • როგორ შევცვალო .flv ფორმატი?
  • თქვენ შეგიძლიათ გადაიყვანოთ .flv ვიდეო სხვა ფორმატში, ამისათვის დააწკაპნეთ აქ.
  • რატომ ვერ ვნახულობ ვიდეოს?
  • იმისათვის რომ ინახულოთ ვიდეო ფაილი საჭიროებთ Flash Player-ს . Adobe Flash Player არის უფასო პროგრამის დანართი და შესაძლებელია მისი გადმოწერა საიტიდან დააწკაპნეთ აქ.
  • რატომ ვერ გადამაქვს სიმღერის ტექსტი?
  • სიმღერის ტექსტების გადატანა კომპიუტერში სხვა პროგრამისთვის აკრძალულია და დაბლოკილია. ეს იმიტომ რომ დავიცვათ ჩვენი საავტორო უფლებები. სამაგიეროდ, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამობეჭდოთ სიმღერის ტექსტი პრინტერის საშუალებით.
  • რატომ არის გათიშული ვიდეოები ზოგჯერ?
  • ჩვენი საიტის უმეტესობა ვიდეოებისა განთავსებულია YouTube-ს სერვერზე. როცა YouTube გადატვირთულია ან განახლების პროცესშია იქ არსებული ვიდეოები დროებით გათიშულია ან შეფერხებით, ნელა მუშაობს. ასე რომ ვიდეოების დროებით გათიშვა ან მათი ჩვენების ხარისხი და სიჩქარე არ არის დამოკიდებული ჩვენზე.
Navigation
Home
Lyrics
Submit Lyrics
Request Lyrics
Stats
Total lyrics: 902
Unapproved lyrics: 6
Online


 

Georgian TopSites List

| | www.GeorgianWeb.com 2008© | | RSS
Page generated in 0.265682 seconds
Feedback Form